უილიამ ჰაიდ უოლასტონი
უილიამ ჰაიდ უოლასტონი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 6 აგვისტო 1766 |
დაბ. ადგილი | ნორფოლკი |
გარდ. თარიღი | 22 დეკემბერი 1828 |
გარდ. ადგილი | ლონდონი |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | ქიმიკოსი, ფიზიკოსი, ინჟინერი, metallurgist და ასტრონომი |
მუშაობის ადგილი | კემბრიჯის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | გონვილი და კაიუსის კოლეჯი და ჩარტერჰაუსის სკოლა |
მამა | ფრენსის უოლასტონი |
დედა | ალთეა ჰაიდი |
ჯილდოები | კოპლის მედალი |
უილიამ ჰაიდ უოლასტონი (/ˈwʊləstən/; ინგლ. William Hyde Wollaston; დ. 6 აგვისტო 1766 — გ. 22 დეკემბერი 1828) — ინგლისელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი, რომელიც ცნობილია პალადიუმისა და როდიუმის აღმოჩენით. გამოიგონა კამერა-ლუციდა (1807) და ამრეკლი გონიომეტრი (1809). ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1793). დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი (1788). მისი ძირითადი შრომები შეეხება ფიზიკის, ქიმიის, ასტრონომიის, მინერალოგიის, კრისტალოგრაფიისა და ბოტანიკის საკითხებს. გეოლოგიის დარგში დაწესებულია უოლასტონის მედალი.