ურაველი ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტია. იცის ცივი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა -4 გრადუსი), ზომიერად თბილი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 17 გრადუსი). ძირითადი სამკურნალო ფაქტორია ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული ნატრიუმიან-კალციუმიან-მაგნიუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ სასმელად და აბაზანად. სამედიცინო ჩვენება: საჭმლის მომნელებელი ორგანოების, სახსრებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები.