ფინანსური კრიზისი
ფინანსური კრიზისი — ნებისმიერი ფინანსური ინსტრუმენტის ღირებულების მკვეთრი ვარდნა. XX-XX საუკუნეების ფინანსური კრიზისების უმეტესობა საბანკო კრიზისთან იყო დაკავშირებული და იწვევდა პანიკას. ამ პერიოდის ყველაზე გლობალური ეკონომიკური ვარდნა იყო „დიდი დეპრესია“. ტერმინი, ასევე, გამოიყენება საფონდო ბაზარზე სიტუაციის შესაფასებლად, როდესაც „სკდება“ „ეკონომიკური ბუშტები“.
„ფინანსური კრიზისი“ ყოველდღიურ მეტყველებაში — შემოსავლის ან ნაღდი ფულის სიმცირე (მაგ. სალიკვიდაციო კრიზისი).
ისტორია
ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ფილიპ ქეი თვლის, რომ მსოფლიო ისტორიაში პირველმა ფინანსური კრიზისმა, ძვ. წ. 88 წელს რომის რესპუბლიკა დააზარალა. [1]
ფინანსური კრიზისის წარმოშობის მიზეზები
ფინანსური ბერკეტი
ფინანსური ბერკეტი საშუალებას იძლევა ისეთი ბიზნესის წარმოებისა, რომელიც სახსრების სიმცირის დროს ავტომატურად ჩამოიშლება. ეს ყველაფერი დომინოს ეფექტით ხასიათდება, რადგან თუნდაც მცირე უსახსრობა ბიზნესის მეწილეების უმრავლესობის ბანკროტს იწვევს.
ბრბოს ეფექტი
ბრბოს ეფექტი დაკავშირებულია სპეკულანტების ქმედებებთან, აქტივების მასიურ ყიდვები ან გაყიდვები და ამის გამო პროდუქტის შემცირება ან გაზრდა და ფასების ზრდა ან დაცემა, ბაზრის დესტაბილიზაციას იწვევს.
ანტიკრიზისული ზომები
ამ ეტაპზე ანტიკრიზისული ღონისძიებებს კოორდინაციას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები: საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი და ფინანსური სტაბილურობის ფორუმი უწევენ.
იხილეთ აგრეთვე
- საერთაშორისო სავალუტო ფონდი
- საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი
- ფინანსური სტაბილურობის ფორუმი
- გლობალური ფინანსური კრიზისი
- აზიის ფინანსური კრიზისი
სქოლიო
- ↑ პირველი ფინანსური კრიზისი ძვ.წ. I საუკუნეში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-02. ციტირების თარიღი: 2013-12-17.