ფრანს ემილ სილანპაა
ფრანს ემილ სილანპაა | |
---|---|
ფინ. Frans Eemil Sillanpää | |
დაბადების თარიღი | 16 სექტემბერი, 1888[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბადების ადგილი | ჰიამეენკიურიო, ფინეთის დიდი სამთავრო, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 3 ივნისი, 1964[1] [2] [3] [4] [5] [6] (75 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ჰელსინკი, ფინეთი |
ფსევდონიმი | Eemil Syväri[7] და Taata Sillanpää |
საქმიანობა | მწერალი, რომანისტი და პოეტი |
ენა | ფინური ენა |
მოქალაქეობა | ფინეთი |
ალმა-მატერი | Jumesniemi Church School, Haukijärvi School, Tampereen lyseon lukio და ჰელსინკის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | ნობელის პრემია ლიტერატურაში[8] [9] და Aleksis Kivi Award |
მეუღლე | Sigrid Salomäki და Anna von Hertzen |
ფრანს ემილ სილანპაა (ფინ. Frans Eemil Sillanpää; დ. 16 სექტემბერი, 1888, ჰამენკურუ — გ. 3 ივნისი, 1964) — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ერთადერთი ფინელი მწერალი, რომელმაც შეძლო 1939 წლის ნობელის პრემიის ლაურეატობა ლიტერატურის დარგში, მისი "ღრმა ჩანაფიქრისა და დახვეწილი მხატვრული სტილისათვის, რომლითაც იგი საკუთარი სამშობლოს ბუნებასა და ხალხის ცხოვრებას ორმხრივი დამოკიდებულებით აღწერს".[10]
ადრეული წლები
ფრანს ემილ სილანპაა დაიბადა ჰამენკუში, ფერმერი გლეხის ოჯახში. სილანპაას ოჯახმა, როგორც ყველა ახალდასახლებულმა მოსახლემ, ყველანაირი გასაჭირი გამოიარა. ყინვა მოსავალს უნადგურებდათ, ფერმის ცხოველები და არა მარტო ცხოველები, მათი შვილებიც კი ვერ უძლებდნენ ამ გასაჭირს და იღუპებოდნენ, სანამ მხოლოდ პატარა ფრანსი არ შემორჩა მთელ შთამომავლობაში.[11]
ფრანსის მამა ფიქრობდა, რომ ბიჭს სრულყოფილი განათლება უნდა მიეღო და მიუხედავად ოჯახის სიდუღჭირისა, ფრანსის სასწავლებლად მიბარება, ქალაქ ტამპერეს სკოლაში გადაწყვიტა. ხუთი წლის განმავლობაში მისი მშობლები აუტანელი გასაჭირის ხარჯზე, ცდილობნენ ფრანსის სკოლაში შენარჩუნებას. სკოლა წარმატებით დაასრულა და სწავლის გასაგრძელებლად ბილოგია აირჩია. იგი გულმოდგინეთ სწავლობდა, ივლევდა, მიკროსკოპის ქვეშ აკვირდებოდა ორგანიზმებს და მისი მოძღვრის, ჰენრიკ ლიჯერუსის წყალობით, 1908 წელს ჩაირიცხა ჰელსინკის უნივერსიტეტში, მედიცინის განხრით. ერთ დილას აღმოაჩინა, რომ მისი სტუდენტური წლები დასრულდა და სახლში დაბრუნების დრო დადგა.
კარიერა
ხუთი წლის შემდეგ, 1913 წელს ფრანსი ბრუნდება თავის მშობლიურ სოფელში და ხვდება მშობლები, რომლებიც იმაზე დიდი გაჭირვებაში ცხოვრობდნენ ვიდრე ოდესმე. ფრანსი თავს უძღვნის მისი შემოქმედების განვითარებას, წერის სტილის დახვეწით.
1914 წელს იწყებს სტატიების წერას ცნობილი ფინური გაზეთისათვის თუმცა იმედი არ აქვს, რომ ეს მას წარმატებას მოუტანს. იმ დროში, წარმატების მისაღწევად საჭირო იყო ეწერა მოკლე ისტორიები, რომლებიც პირველი წაკითხვისთანავე გულს აუჩქარებდა მკითხველს. გავიდა რამდენიმე თვე და მისი ნაწერები გაზეთის პირველ გვერდებზე გამოჩნდა. ერთ დღესაც უჩვეულო რამ მოხდა, ფრანსს ცნობილი გამომცემელი დაუკავშირდა და შესთავაზა მისი ნაწერების ერთ წიგნად გამოცემა. ამ მოვლენებმა ფრანსს მშვიდად მუშაობის საშუალება მისცა.
სილანპაა პრინციპულად გმობდა ყველანაირ ძალადობას და სჯეროდა სამეცნიერო ოპტიმიზმის. მის შემოქმედებაში გამოსახულია გლეხური ოჯახების ყოველდღიური ცხოვრება და მათი განსაკუთრებული დამოკიდებულება მიწათმოქმედეობისადმი.
1919 წლის ნოველა Hurskas kurjuus (მდაბალთა სამკვიდრებელი), წარმოგვიდგენს ფინეთის სამოქალაქო ომის მიზეზებს და მიუხედავად მისი ობიექტურობისა, ამავე დროს საკამათოცაა. ფრანსის პირველი დიდტანიანი ნაწარმოების გამოძახილი იყო ალბათ ის, რომ 1920 წელს მთავრობამ მწერალს სამუდამო სტიპენდია დაუნიშნა.
1931 წელს, სილანპაამ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება მისი ნოველის, Nuorena nukkunut (დამლაგებელი სილჯა) მეშვეობით.
1939 წელს, დაჯილდოვდა ნობელის პრემიით ლიტერატურის დარგში. პრიზის მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, შეწყდა მოლაპარაკებები ფინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის და დაიწყო ზამთრის ომი. სილანპაამ დახმარების მიზნით, გადაადნო მიღებული ოქროს მედალი და აღებული თანხა სამხედრო ძალისხმევის გაუმჯობესებისთვის გაიღო.[12]
ამავე წელს პნევმონიით დაიღუპა მისი პირველი მეუღლე სიგრიდი, რომელთანაც ფრანსს რვა შვილი დარჩა. ცოტა ხნის შემდეგ იგი დაქორწინდა მის მდივან ანა ჰერტნზენზე და გაემგზავრა სტოკჰოლმში ნობელის პრემიის მისაღებად.
1941 წელს ფრანსი და ანა განქორწინდნენ. მის ალკოჰოლიზმსა და სხვა დაავადებებს ჰოსპიტალური მკურნალობა დასჭირდა. 1943 წელს სილანპაა უბრუნდება საჯარო ცხოვრებას, წვერიანი მოხუცი 'ბაბუა სილანპაას' სახელით. მისი რადიო გამოსვლები, განსაკუთრებით კი ტრადიციული ლაპარაკი შობის წინა დღეზე, დიდი პოპულარობით სარგებლობდა 1945 წლიდან 1963 წლამდე.[13]
ასტეროიდი 1446 Sillanpää, აღმოჩენილი იქნა 1938 წლის 26 იანვარს, ცნობილი ფინელი ასტრონომის Yrjö Väisälä (იურიუ ვაისალა)-ს მიერ და სახელი, სწორედ სილანპაას საპატივცემულოდ ეწოდა.
ფრანსის გვარი უწინ "კოსკინენი" იყო, ხოლო შემდეგ შეიცვალა "სილანპაად". მისი ნაშრომები თორმეტ ნაწილად გამოქვეყნდა 1932-დან 1948 წლამდე.
სიყვარული
ერთხელ, მიყრუებული სოფლის ცეკვის საღამოზე, ფრანსი შეხვდა ჩვიდმეტი წლის მორცხვ გოგონას, რომელსაც ღრმად სჯეროდა, რომ ცეკვა არ შეეძლო. სილანპაამ არ დააყოვნა და გოგონა უჩვეულო სერიოზულობით საცეკვაოდ გაიწვია. მცდელობა წარმატებული გამოდგა და სწორედ ამ გაბედულმა ქმედებამ დაუდო სათავე 25 წლიან სასიყვარულო საგას. ფრანსს სიგრიდ მარია სოლომაკიზთან რვა შვილი ეყოლა. მათი ბედნიერება 1939 წლის აპრილის ერთ დილას დასრულდა, როდესაც სიგრიდი პნევმონიით გარდაიცვალა.
ამავე წლის ნოემბერში, უკვე დაქვრივებულ ფრანსს, რომელმაც ექვსი თვის უკან უდიდესი ტკივილი განიცადა, ჰელსინკის იმ დროინდელმა მერმა შესთავაზა ანა არმია ვონ ჰერტზენის ცოლად შერთვა. სილანპაა დათანხმდა შემოთავაზებას. არც ანას პასუხი ყოფილა უარყოფითი, თუმცა ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა და პრემიის მიღებიდან 2 წლის შემდეგ, ფრანსი და ანა განქორწინდნენ.[14]
გარდაცვალება
ფრანს სილანპაა გარდაიცვალა 1964 წლის 3 ივნისს, 75 წლის ასაკში.
ბიბლიოგრაფია
- Elämä ja aurinko (1916)
- Ihmislapsia elämän saatossa (1917)
- Hurskas kurjuus (1919)
- Rakas isänmaani (1919)
- Hiltu ja Ragnar (1923)
- Enkelten suojatit (1923)
- Omistani ja omilleni (1924)
- Maan tasalta (1924)
- Töllinmäki (1925)
- Rippi (1928)
- Kiitos hetkistä, Herra... (1930)
- Nuorena nukkunut (1931)
- Miehen tie (1932)
- Virranpohjalta (1933)
- Ihmiset suviyössä (1934)
- Viidestoista (1936)
- Elokuu (1941)
- Ihmiselon ihanuus ja kurjuus (1945)
ფილმები
მისი ნაშრომებზე შემდეგი ფილმებია შექმნილი:
- Nuorena nukkunut, Teuvo Tulio. (1937)
- One Man's Faith, Nyrki Tapiovaara და Hugo Hytönen. (1940)
- Ihmiset suviyössä, Valentin Vaala. (1948)
- Poika eli kesäänsä, Roland af Hällström. (1955) (დაფუძნებულია ნოველაზე Elämä ja aurinko)
- The Harvest Month, Matti Kassila. (1956)
- Silja – nuorena nukkunut, Jack Witikka. (1956)
- Ihmiselon ihanuus ja kurjuus, Matti Kassila. (1988)
რესურსები ინტერნეტში
- "The Game Behind Finland's First Nobel prize", article (in Swedish; based on documents in the Nobel Archive), first published in Svenska Dagbladet, 5 December 2009; later published in the Finnish daily newspaper Helsingin Sanomat.
- F. E. Sillanpään Seura დაარქივებული 2021-08-16 საიტზე Wayback Machine.
- ფრანს ემილ სილანპაა კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- "ერთადერთი ფინელი ნობელიანტის ბიოგრაფია"
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- ↑ 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
- ↑ 5.0 5.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 6.0 6.1 Babelio — 2007.
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1939/
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ "The Nobel Prize in Literature 1939". Nobelprize.org. Nobel Media AB 2014. Web. 16 Jun 2017.
- ↑ Liukkonen, Petri. Frans Emil Sillanpää (1888-1964) (2008). ციტირების თარიღი: 2016-04-29.
- ↑ Nobel palkinto. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-11. ციტირების თარიღი: 2017-11-11
- ↑ Sillanpää, Frans Emil (1888 - 1964). SKS. ციტირების თარიღი: 2016-04-29
- ↑ ფრანს ემილ სილანპაას ისტორია.