ფრედ ლოურენსი
ფრედ ლოურენსი
| ||
საერთო ინფორმაცია | ||
დაბ. ადგილი: | ბირმინგემი, ინგლისი | |
მოქალაქეობა: | ინგლისი |
ფრედ ლოურენსი (ინგლ. Fred Lawrence) — ინგლისელი პროფესიონალი სნუკერისტი და ინგლისური ბილიარდის მოთამაშე. 1928 წელს მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე (რომელიც ტარდებოდა ბირმინგემში) ფრედი ფინალისტი გახდა. მან დაამარცხა ალეკ მენი 12:11, შემდეგ კი ტომ ნიუმანი 12:7, მაგრამ გადამწყვეტ მატჩში დამარცხდა თავის თანამემამულე ჯო დევისთან, ანგარიშით 13:16. მოგვიანებით ლოურენსმა კიდევ რამდენიმეჯერ მიაღწია ნახევარფინალს (1929 და 1930 წლებში), მაგრამ თავისი მიღწევის გამეორება ვერ მოახერხა[1][2]. უკანასკნელად ლოურენსმა მსოფლიო პირველობაზე მონაწილეობა მიიღო 1947 წელს[3].
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- ზოგიერთი მონაცემი ფრედ ლოურენსის შესახებ Global Snooker-ზე დაარქივებული 2012-02-22 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- პროფილი ProBilliard-ზე[მკვდარი ბმული] (რუსული)
სქოლიო
- ↑ მსოფლიო ჩემპიონატი 1929. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-22. ციტირების თარიღი: 2013-05-07.
- ↑ მსოფლიო ჩემპიონატი 1930. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-22. ციტირების თარიღი: 2013-05-07.
- ↑ მსოფლიო ჩემპიონატი 1947. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-16. ციტირების თარიღი: 2013-05-07.