ქალწულის გროვა
ქალწულის გროვა — გალაქტიკების გროვა ქალწულის თანავარსკვლავედის მიმართულებით, რომლის ცენტრალური ნაწილი დედამიწიდან 53.8 ± 0.3 სინათლის წლითაა დაშორებული.[1] მოიცავს დაახლოებით 1300 გალაქტიკას (შესაძლოა 2000-ზე მეტსაც).[2] გროვა წარმოადგენს უფრო დიდი, ქალწულის ზეგროვის გულს, რომლის წევრიც ასევე არის ადგილობრივი ჯგუფი. ქალწულის გროვის მასა დაახლოებით 1.2×10×1015 მზის მასას შეადგენს, რადიუსი კი 2.2 მეგაპარსეკს.[3]
გროვის შემადგენელი მრავალი კაშკაშა გალაქტიკა, მათ შორის ელიფსური გალაქტიკა მესიე 87 1770-1780-იან წლებში აღმოაჩინეს, რომლებიც შემდეგ თანდათან შევდინენ ფრანგი ასტრონომის, შარლ მესიეს კატალოგში. მესიე მას აღწერდა როგორც ნისლეულს ვარსკვლავების გარეშე; მისი რეალური ბუნების შესახებ მხოლოდ 1920-იან წლებში გახდა ცნობილი.
გროვა ქალწულის თანავარსკვლავედში დაახლოებით 8 გრადუსზეა გადაჭიმული. შემადგენელი გალაქტიკების დიდი ნაწილის ხილვა პატარა ტელესკოპებითაც შესაძლებელია. მისი ყველაზე კაშკაშა ობიექტია ელიფსური გალაქტიკა მესიე 49. თუმცა, მისი ყველაზე ცნობილი ობიექტი ასევე ელიფსური გალაქტიკა მესიე 87-ია, რომელიც გროვის ცენტრში მდებარეობს.
მახასიათებლები
გროვა სპირალებისა და ელიფსების წმინდად ჰეტეროგენული ნაზავია.[4] 2004 წლის მონაცემებით, მიჩნეულია, რომ სპირალური გალაქტიკები გადაჭიმულია წაგრძელებულად, ირმის ნახტომის მიმართულებით.[5] ელიფსური გალაქტიკები უფრო ცენტრშია თავმოყრილი.
გროვა შედგება მინიმუმ სამი ქვეგროვისგან: ქალწული A, რომლის ცნეტრიც არის M87, ქალწული B — M49-ის გარშემო, ასევე დაბალი სიჩქარის ღრუბელი, რომლის ცენტრშიც განთავსებულია სპირალური გალაქტიკა NGC 4216.[6]
ქალწული A შედგება ელიფსური, ლინზისებრი და მწირი გაზის მქონე სპირალური გალაქტიკებისგან.[7]
ეს სამი გროვა ამჟამად შერწყმის პროცესშია, რის შედეგადაც შეიქმნება უფრო დიდი, ცალკეული გროვა; შემოსაზღვრულია შედარებით პატარა გალაქტიკური ღრუბლებით, რომლებიც ძირითადად სპირალური გალაქტიკებისგან შედგება და ეს უკანასკნელნი მასთან შერწყმის პროცესში არიან.[8] გარდა ამისა, ქალწულის გროვასთან გრავიტაციულად დაკავშირებულია სხვა ახლომდებარე გალაქტიკები და გალაქტიკათა ჯგუფები, რომლებიც მას მომავალში შეერწყმება.[9] ეს ყველაფერი კი იმის ვარაუდის შესაძლებლობას იძლევა, რომ ქალწულის გროვა საკმაოდ ახალგაზრდაა და ამჟამად ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში იმყოფება.[8]
გროვის შემადგენელი გალაქტიკების დიდი ნაწილი პეკულარული სიჩქარით ხასიათდება, რომლებიც გროვის ცენტრის გარშემო 1 600 კმ/წმ სიჩქარით მოძრაობენ.
ქალწულის გროვა მდებარეობს ქალწულის ზეგროვაში, რომლის გრავიტაციული ეფექტიც ახლომდებარე გალაქტიკებზეც ვრცელდება.
გროვათშორისი მატერია
მრავალი სხვა გალაქტიკების გროვების მსგავსად, ქალწულის გალაქტიკათშორისი მატერია სავსეა ცხელი, გაუხშოებული პლაზმით, რომლის ტემპერატურაც 30 მილიონი კელვინია და გამოყოფს რენტგენის გამოსხივებას.[10] გალაქტიკათშორის მატერიაში შემჩნეულია მრავალი გალაქტიკათშორისი ვარსკვლავი[11] (გროვაში არსებულ ვარსკვლავთა რაოდენობაზე 10%-ით მეტი),[12] ასევე პლანეტური ნისლეულები,[13] რომლებიც სავარაუდოდ, მშობლიური გალაქტიკებიდან სხვა გალაქტიკების ურთიერთქმედებამ გამოაგდო;[12] ასევე შეიცავს გლობულათა გროვებს,[14][15][16] შესაძლოა ჯუჯა გალაქტიკებსაც[16] და სავარაუდოდ მინიმუმ ერთ ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონსაც.[17]
გროვის წევრები
მნიშვნელობა | კოორდინატები (ეპოქა 2000) | ვარსკვლავიერი სიდიდე (ლურჯი) | ტიპი | კუთხური ზომა | დიამეტრი (ათასი სინათლის წელი) |
ვარდნითი სიჩქარე (კმ/წმ) |
ქვეგროვა | |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
პირდაპირი აღვლენა | დახრილობა | |||||||
მესიე 98 | 12 13.8 | 14 54 | 10.9 | SBb | 9.8′ | 150 | 184 | ქალწული A or N ღრუბელი |
NGC 4216 | 12 15.9 | 13 09 | 10.9 | SBb | 7.9′ | 120 | 459 | ქალწული A, N ღრუბელი, or LVC. |
მესიე 99 | 12 18.8 | 14 25 | 10.4 | Sc | 5.4′ | 80 | 2735 | ქალწული A or N ღრუბელი |
NGC 4262 | 12 19.5 | 14 53 | 12.4 | S0 | 1.9′ | 30 | 1683 | ქალწული A |
მესიე 61 | 12 21.9 | 04 28 | 10.2 | SBbc | 6.2′ | 100 | 1911 | S ღრუბელი |
მესიე 100 | 12 22.9 | 15 49 | 10.1 | SBbc | 7.6′ | 115 | 1899 | ქალწული A |
მესიე 84 | 12 25.1 | 12 53 | 10.1 | E1 | 6.0′ | 90 | 1239 | ქალწული A |
მესიე 85 | 12 25.4 | 18 11 | 10.0 | S0 | 7.1′ | 105 | 1056 | ქალწული A |
მესიე 86 | 12 26.2 | 12 57 | 9.9 | E3 | 10.2′ | 155 | 37 | ქალწული A or own subgroup. |
NGC 4435 | 12 27.7 | 13 05 | 11.7 | S0 | 3.0′ | 45 | 1111 | ქალწული A |
NGC 4438 | 12 27.8 | 13 01 | 11.0 | Sa | 8.7′ | 130 | 404 | ქალწული A |
NGC 4450 | 12 28.5 | 17 05 | 10.9 | Sab | 5.1′ | 80 | 2273 | ქალწული A |
მესიე 49 | 12 29.8 | 08 00 | 9.3 | E2 | 9.8′ | 150 | 1204 | ქალწული B |
მესიე 87 | 12 30.8 | 12 23 | 9.6 | E0-1 | 9.8′ | 150 | 1204 | ქალწული A |
მესიე 88 | 12 32.0 | 14 25 | 10.3 | Sb | 6.8′ | 100 | 2599 | ქალწული A |
NGC 4526 | 12 32.0 | 07 42 | 10.6 | S0 | 7.1′ | 105 | 931 | ქალწული B |
NGC 4527 | 12 34.1 | 02 39 | 12.4 | Sb | 4.6′ | 69 | 1730 | S ღრუბელი |
NGC 4536 | 12 34.4 | 02 11 | 11.1 | SBbc | 7.2′ | 115 | 2140 | S ღრუბელი |
მესიე 91 | 12 35.4 | 14 30 | 11.0 | SBb | 5.2′ | 80 | 803 | ქალწული A |
NGC 4550 | 12 35.5 | 12 13 | 12.5 | S0 | 3.2′ | 50 | 704 | ქალწული A |
მესიე 89 | 12 35.7 | 12 33 | 10.7 | E0 | 5.0′ | 75 | 628 | ქალწული A |
NGC 4567 | 12 36.5 | 11 15 | 12.1 | Sbc | 2.8′ | 40 | 2588 | ქალწული A |
NGC 4568 | 12 36.6 | 11 14 | 11.7 | Sbc | 4.4′ | 65 | 2578 | ქალწული A |
მესიე 90 | 12 36.8 | 13 10 | 10.2 | SBab | 10.5′ | 160 | 87 | ქალწული A |
NGC 4571 | 12 36.9 | 14 13 | 11.9 | Sc | 3.7′ | 55 | 659 | ქალწული A |
მესიე 58 | 12 37.7 | 11 49 | 10.6 | SBb | 5.6′ | 85 | 1839 | ქალწული A |
მესიე 59 | 12 42.9 | 11 39 | 10.8 | E5 | 5.0′ | 75 | 751 | ქალწული A or ქალწული E |
მესიე 60 | 12 43.7 | 11 33 | 9.8 | E2 | 7.2′ | 110 | 1452 | ქალწული A, ქალწული E, or ქალწული C |
NGC 4651 | 12 43.7 | 16 24 | 11.4 | Sc | 4.0′ | 60 | 1113 | |
NGC 4654 | 12 43.9 | 13 08 | 11.1 | SBc | 5.0′ | 75 | 1349 | ქალწული A |
რესურსები ინტერნეტში
- The Virgo Cluster at An Atlas of the Universe
- California Institute of Technology site on Virgo cluster.
- The Virgo Cluster of Galaxies, SEDS Messier pages
- Partial Virgo cluster centered on M87 (Dark Atmospheres)
კოორდინატები: 12სთ 27წთ 00წმ, +12° 43′ 00″
სქოლიო
- ↑ Mei, Simona; Blakeslee, John P.; Côté, Patrick; Tonry, John L.; West, Michael J.; Ferrarese, Laura; Jordán, Andrés; Peng, Eric W.; Anthony, André; Merritt, Davi (2007). „The ACS Virgo Cluster Survey. XIII. SBF Distance Catalog and the Three-dimensional Structure of the Virgo Cluster“. The Astrophysical Journal. 655 (1): 144–162. arXiv:astro-ph/0702510. Bibcode:2007ApJ...655..144M. doi:10.1086/509598.
- ↑ See Virgo Cluster.
- ↑ Fouqué, P.; Solanes, J. M.; Sanchis, T.; Balkowski, C. (2001). „Structure, mass and distance of the Virgo cluster from a Tolman-Bondi model“. Astronomy and Astrophysics. 375 (3): 770–780. arXiv:astro-ph/0106261. Bibcode:2001A&A...375..770F. doi:10.1051/0004-6361:20010833.
- ↑ Côté, Patrick; Blakeslee, John P.; Ferrarese, Laura; Jordán, Andrés; Mei, Simona; Merritt, David; Milosavljević, Miloš; Peng, Eric W.; Tonry, John L.; et al. (July 2004). „The ACS Virgo Cluster Survey“. The Astrophysical Journal. 153 (1): 223–242. arXiv:astro-ph/0404138. Bibcode:2004ApJS..153..223C. doi:10.1086/421490.
- ↑ M. Fukugita; S. Okamura; N. Yasuda (1993). „Spatial distribution of spiral galaxies in the Virgo Cluster from the Tully-Fisher relation“. Astrophysical Journal. 412: L13–L16. Bibcode:1993ApJ...412L..13F. doi:10.1086/186928.
- ↑ 1 Boselli, A.; Voyer, E.; Boissier, S.; Cucciati, O.; Consolandi, G.; Cortese, L.; Fumagalli, M.; Gavazzi, G.; Heinis, S.; Roehlly, Y.; Toloba, E. (2014). „The GALEX Ultraviolet Virgo Cluster Survey (GUViCS). IV. The role of the cluster environment on galaxy evolution“. Astronomy & Astrophysics. 570: A69. arXiv:1407.4986. Bibcode:2014A&A...570A..69B. doi:10.1051/0004-6361/201424419. A69.
- ↑ Chamaraux, P.; Balkowski, C.; Gerard, E. (1980). „The H I deficiency of the Virgo cluster spirals“. Astronomy & Astrophysics. 83 (1–2): 38–51. Bibcode:1980A&A....83...38C.
- ↑ 8.0 8.1 Gavazzi, G.; Boselli, A.; Scodeggio, M.; Pierini, D.; Belsole, E. (1999). „The 3D structure of the Virgo cluster from H-band Fundamental Plane and Tully-Fisher distance determinations“. Monthly Notices of the Royal Astronomical Society. 304 (3): 595–610. arXiv:astro-ph/9812275. Bibcode:1999MNRAS.304..595G. doi:10.1046/j.1365-8711.1999.02350.x.
- ↑ Tully, R. B.; Shaya, E. J. (1984). „Infall of galaxies into the Virgo cluster and some cosmological constraints“. Astrophysical Journal. 281: 31–55. Bibcode:1984ApJ...281...31T. doi:10.1086/162073.
- ↑ Lea, S. M.; Mushotzky, R.; Holt, S. S. (1982). „Einstein Observatory solid state spectrometer observations of M87 and the Virgo cluster“. Astrophysical Journal. 262 (1): 24–32. Bibcode:1982ApJ...262...24L. doi:10.1086/160392.
- ↑ Ferguson, H. (1997). „Intergalactic Stars in the Virgo Cluster“. HST proposal: 7411. Bibcode:1997hst..prop.7411F.
- ↑ 12.0 12.1 Ferguson, Henry C.; Tanvir, Nial R.; von Hippel, Ted (1998). „Detection of intergalactic red-giant-branch stars in the Virgo cluster“. Nature. 391 (6666): 461–463. arXiv:astro-ph/9801228. Bibcode:1998Natur.391..461F. doi:10.1038/35087.
- ↑ Feldmeier, J.; Ciardullo, R.; Jacoby, G. (1998). „INTRACLUSTER PLANETARY NEBULAE IN THE VIRGO CLUSTER. I. INITIAL RESULTS“. Astrophysical Journal. 503: 109–117. arXiv:astro-ph/9803062. Bibcode:1998ApJ...503..109F. doi:10.1086/305981.
- ↑ Takamiya, Marianne; West, Michael; Côté, Patrick; Jordán, Andrés; Peng, Eric; Ferrarese, Laura (2009). „IGCs in the Virgo Cluster“. Globular Clusters - Guides to Galaxies, Eso Astrophysics Symposia, Volume. Eso Astrophysics Symposia: 361–365. Bibcode:2009gcgg.book..361T. doi:10.1007/978-3-540-76961-3_83. ISBN 978-3-540-76960-6.
- ↑ Durrell, Patrick R.; Accetta, K.; Feldmeier, J. J.; Mihos, J. C.; Ciardullo, R.; Peng, E. W.; Members of the NGVS team (2010). „Searching for Intracluster Globular Clusters in the Virgo Cluster“. Bulletin of the American Astronomical Society. 42: 567. Bibcode:2010AAS...21547814D.
- ↑ 16.0 16.1 Lee, Myung Gyoon; Park, Hong Soo; Hwang, Ho Seong (2010). „Detection of a Large-Scale Structure of Intracluster Globular Clusters in the Virgo Cluster“. Science. 328 (5976): 334–. arXiv:1003.2499. Bibcode:2010Sci...328..334L. doi:10.1126/science.1186496. PMID 20223950.
- ↑ Gerhard, Ortwin; Arnaboldi, Magda; Freeman, Kenneth C.; Okamura, Sadanori (2002). „Isolated Star Formation: A Compact H II Region in the Virgo Cluster“. The Astrophysical Journal. 580 (2): L121–L124. arXiv:astro-ph/0211341. Bibcode:2002ApJ...580L.121G. doi:10.1086/345657.