ქარაცინისნაირნი (ლათ.Characinoidei) — თევზების ქვერიგი კობრისნაირთა რიგისა. აერთიანებს 1500-ზე მეტ სახეობას, რომლებიც ეკუთვნიან 6—7 (ზოგიერთი მკვლევრის მიხედვით 16) ოჯახს. მათი სხეულის სიგრძე მერყეობს 2,5 სმ-იდან 1,5 მ-მდე. გავრცელებული არიან ამერიკისა და აფრიკის ტროპიკულ მტკნარ წყლებში. ზოგი სახეობის თევზი ქვირითით მრავლდება, ზოგი კი ცოცხალდმშობია. მსხვილი თევზები რეწვის ობიექტებს წარმოადგენენ, წვრილ ფორმებს კი დეკორატიული მნიშვნელობა აქვს და აკვარიუმებში ამრავლებენ.