ქვევრი (ფილმი)
„ქვევრი“ | |
---|---|
![]() აბესალომი ქვევრში გაიჭედა. | |
ჟანრი | კომედია |
დამდგმელი რეჟისორი | ირაკლი კვირიკაძე |
სცენარის ავტორი |
რეზო გაბრიაძე ლუიჯი პირანდელო (მოთხრობა) |
როლებში |
ბუხუტი ზაქარიაძე ვახტანგ სულაქველიძე |
კომპოზიტორი | გია ყანჩელი |
ოპერატორი | ლომერ ახვლედიანი |
მხატვარი | ქრისტესია ლებანიძე |
სტუდია | ქართული ტელეფილმი |
პრემიერა | 1970 |
ხანგრძლივობა | 28 წთ. |
ქვეყანა | საქართველოს სსრ |
ქვევრი — მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, გადაღებული 1970 წელს ლუიჯი პირანდელოს მოთხრობის მიხედვით, საქართველოს ტელეფილმების სტუდიაში. რეჟისორი ირაკლი კვირიკაძე, სცენარის ავტორი რევაზ გაბრიაძე, ოპერატორი ლომერ ახვლედიანი, კომპოზიტორი გია ყანჩელი. მთავარ როლებში: ბუხუტი ზაქარიაძე, ვახტანგ სულაქველიძე.
სიუჟეტი
გოგია, არაფრით გამორჩეული კახელია, რომელმაც მომჭირნეობის გამო, ქვევრი იმერეთში იყიდა. წვალებით ჩამოტანილი ქვევრი, ქალიშვილს შემთხვევით გაუტყდა. გოგია თავზარდაცემულია,
![]() |
„რა მიყო, წყალში არ ჩამიყარა ამოდენა შრომა! რაღაში ჩავასხა ღვინო?!“
|
(გოგია)
|
მეუღლის (მარო) რჩევით, ხელოსან აბესალომს მოიყვანს, რომელიც თავისი „არა აქაური“ წებოთი კი გაამთელებს ქვევრს, მაგრამ თავად ქვევრში გაიჭედება.
![]() |
„შენც კაი ვინმე ხარ აბესალომ, რო მიძვრებოდი, სად მიძვრებოდი? ჯერ ყელი გაგესინჯა და მერე შემძვრალიყავი!“
|
(მარო)
|
გულმოსულმა გოგიამ, რაკი აბესალომს გამოსვლა „არ უნდოდა“, მილიციის უფროსი მოიყვანა. რა აღარ სცადეს, მაგრამ ქვევრის ვიწრო ყელში აბესალომის თავის გარდა არაფერი ეტეოდა. საბოლოოდ ქვევრი მაინც გასატეხი შეიქმნა.
როლებში
- ბუხუტი ზაქარიაძე - გოგია
- ვახტანგ სულაქველიძე - აბესალომი
- ჰენრიეტა ლეჟავა - მარო
- ეროსი მანჯგალაძე - მილიციის უფროსი
- ოთარ ზაუტაშვილი - მილიციელი პავლე
ეპიზოდებში:
- გივი ბერიკაშვილი
- ილია ბაკაკური
- ლეო სოხაშვილი
- მერი კანდელაკი
- ლერი ზარდიაშვილი
რესურსები ინტერნეტში
- ალიკო ასკილაშვილი. ქვევრი (1970). ქართული კინოს მონაცემთა ბაზა. ეროვნული ფილმგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-13. ციტირების თარიღი: 2009-04-01.
- „ქვევრი (ფილმი)“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)

|