ქვიშა

ქვიშა
დიუნი, მაროკო
ცნობები
ტიპი დანალექი
გამოიყენება მშენებლობაში

ქვიშა — წვრილმარცვლოვანი ფხვიერი დანალექი ქანი ან თანამედროვე ნალექი. შედგება სხვადასხვა მინერალის ან ქანის მომრგვალებული ან დაკუთხული მარცვლებისაგან (ზომა 0,1-1მმ ). წარმოშობის მიხედვით განარჩევენ : მდინარეულ, ტბიურ, ზღვიურ, ფლუვიოგლაციალურ და ეოლურ ქვიშებს; მინერალური შედგენილობის მიხედვით — კვარციან, გლაუკონიტ-კვარციან, მინდვრის შპატიან-კვარციან, ქარსიან და სხვა ქვიშებს. ჩვეულებრივ იყენებენ საშენ მასალად; კვარციან ქვიშებს — მინის, კერამიკისა და სამსხმელო წარმოებაში. ძვირფასი მინერალების (თვითნაბადი ოქრო და პლატინა, ცირკონი, რუტილი და სხვ.) შემცველი ქვიშების დანაგროვი წარმოადგენს ქვიშრობრივ საბადოს.

ლიტერატურა