ღრმა ეკოლოგია
ღრმა ეკოლოგია — გარემოსდაცვითი ფილოსოფია, რომელიც უარყოფს ანთროპოცენტრიზმს და პრიორიტეტს ანიჭებს ბუნების დაცვა-შენარჩუნებას.[1] ღრმა ეკოლოგიის მიზანია საზოგადოების რეკონსტრუქცია იმ იდეის მიხედვით, რომლითაც ყოველ ცოცხალ არსებას თანდაყოლილი ღირებულება აქვს, განურჩევლად ადამიანისთვის მისი სარგებლიანობისა.
ღრმა ეკოლოგიის მიხედვით, ბუნებრივი გარემო კომპლექსური ურთიერთობებისგან შედგება, რომელშიც ორგანიზმების არსებობა ეკოსისტემაში არსებულ სხვა ორგანიზმებზეა დამოკიდებყლი და ადამიანის ნებისმიერი ჩარევა ბუნებრივ სამყაროში ან მისი განადგურება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ადამიანებს, არემედ ბუნებრივი წესრიგის შემადგენელ ყველა ორგანიზმს.