ყველაფერი ევას შესახებ
„ყველაფერი ევას შესახებ“ | |
---|---|
![]() ფილმის პოსტერი | |
ჟანრი | დრამატული ფილმი |
დამდგმელი რეჟისორი | ჯოზეფ ლეო მანკევიჩი |
პროდიუსერი | დერილ ზანუკი |
სცენარის ავტორი | ჯოზეფ მანკევიჩი |
ნაწარმოები | მერი ორის „ევას სიბრძნე“ |
როლებში |
ბეტი დეივისი ენ ბაქსტერი ჯორჯ სანდერსი |
კომპოზიტორი | ალფრედ ნიუმენი |
ოპერატორი | მილტონ კრასნერი |
მონტაჟი | ბარბარა მაკლინი |
დისტრიბუტორი | 20th Century Fox |
გამოსვლის თარიღი | 13 ოქტომბერი 1950 |
ხანგრძლივობა | 138 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 8,4 მლნ აშშ დოლარი |
„ყველაფერი ევას შესახებ“ (ინგლ. All About Eve) — 1950 წლის ამერიკული დრამატული ფილმი. მას საფუძვლად უდევს 1946 წელს გამოცემული მერი ორის მოთხრობა „ევას სიბრძნე“. ფილმში ჯერ კიდევ უცნობი და ახალგაზრდა მერილინ მონრო მონაწილეობდა.
ჯილდოები
ფილმი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და ოსკარის 14 ნომინაცია დაიმსახურა[notes 1]. მათგან ფილმმა ექვსი ჯილდო მიიღო. „ყველაფერი ევას შესახებ“ ერთადერთი ფილმია, რომელმაც ოთხი ოსკარის ნომინაცია მიიღო ქალთა მიერ შესრულებული როლებისთვის.
ოსკარი
- საუკეთესო ფილმი
- საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში: ჯორჯ სანდერსი
- საუკეთესო რეჟისურა: ჯოზეფ მანკევიჩი
- კოსტუმების საუკეთესო დიზაინი შავ-თეთრ ფილმში: ედიტ ჰედი, შარლ ლა-მარი
- საუკეთესო ადაპტირებული სცენარი: ჯოზეფ მანკევიჩი
- საუკეთესო ხმა: თომას მოულტონი
კანის კინოფესტივალის ჯილდოები
- ჟიურის პრიზი
- საუკეთესო მსახიობი ქალი: ბეტი დეივისი
სხვა ჯილდოები
- ბაფტა საუკეთესო ფილმისთვის
- ოქროს გლობუსი საუკეთესო სცენარისთვის: ჯოზეფ მანკევიჩი
გალერეა
-
ბეტი დეივისი მარგოს როლში
-
ჯორჯ სანდერსი ადისონის როლში
-
ენ ბაქსტერი ევას როლში
შენიშვნები
- ↑ ეს მაჩვენებელი 1997 წლამდე რეკორდული იყო — ნომინაციების ასეთი რაოდენობა მიიღეს მხოლოდ „ტიტანიკმა“ და „ლა-ლა ლენდმა“.
რესურსები ინტერნეტში
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4a/Commons-logo.svg/35px-Commons-logo.svg.png)
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
|