შანგის დინასტია
![]() | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
ძველი | |||||||
3 მონარქი და 5 იმპერატორი | |||||||
სიას დინასტია ძვ. წ. 2100–1600 | |||||||
შანგის დინასტია ძვ. წ.1600–1046 | |||||||
ჭოუს დინასტია ძვ. წ.1045–256 | |||||||
დასავლეთი ჭოუ | |||||||
აღმოსავლეთი ჭოუ | |||||||
გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი | |||||||
მებრძოლი სამეფოების პერიოდი | |||||||
იმპერიები | |||||||
ცინი ძვ. წ. 221 –206 | |||||||
ხანის დინასტია ძვ. წ. 206 – ახ. წ. 220 | |||||||
დასავლეთი ხანი | |||||||
სინის დინასტია | |||||||
აღმოსავლეთი ხანი | |||||||
სამმეფობა 220–280 | |||||||
ვეი, შუ და უ | |||||||
ძინის დინასტია 265–420 | |||||||
დასავლეთი ძინი | 16 სამეფო 304–439 | ||||||
აღმოსავლეთი ძინი | |||||||
სამხრეთისა და ჩრდილოეთის დინასტიები 420–589 | |||||||
სუის დინასტია 581–618 | |||||||
ტანის დინასტია 618–907 | |||||||
(მეორე ჭოუ 690–705) | |||||||
5 დინასტია და 10 სამეფო 907–960 |
ლიაო 907–1125 | ||||||
სუნის დინასტია 960–1279 |
|||||||
ჩრდილოეთი სუნი | დ. სია | ||||||
სამხრეთი სუნი | ძინი | ||||||
იუანის დინასტია 1271–1368 | |||||||
მინის დინასტია 1368–1644 | |||||||
ცინგის დინასტია 1644–1911 | |||||||
თანამედროვე ერა | |||||||
ჩინეთის რესპუბლიკა 1912–1949 | |||||||
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 1949–დღემდე |
ჩინეთის რესპ. (ტაივანი) 1949–დღემდე | ||||||
იხილეთ აგრეთვე
ჩინეთის ისტორიოგრაფია | |||||||

შანგის იმპერია (ჩინ. 商, ფინინი: Shāng), ინის იმპერია (ჩინ. 殷, ფინინი: Yīn), ან შანგ-ინის იმპერია — სახელმწიფო ფორმირება ძვ. წ. 1600-დან ძვ. წ. 1027-მდე წლებში, მდინარე ხუანხეს ჩრდილოეთის ველებზე. შანგის დინასტია წინ უძღოდა ჯოუს დინასტიას.
შანგის იმპერია არის პირველი ჩინური სახელმწიფო წარმონაქმნი, რომლის არსებობაც დასტურდება არა მხოლოდ არქეოლოგიური მასალებით, არამედ ზეპირი და წერილობით წყაროებითაც. შანგის იმპერიის ისტორიის ყველაზე სრულყოფილ აღწერას სიმა ციანის „ისტორიული ჩანაწერები” შეიცავს. გათხრების შედეგად იპოვნეს ძიაგუვენი — იეროგლიფური წარწერები კუს ბაკანსა და ცხოველის ძვლებზე, აგრეთვე ბრინჯაოს, ნეფრიტს, კერამიკასა და ქვის ნაწარმზე. დიდი აღმოჩენები გაკეთდა შანგის დინასტიის დედაქალაქის — ინსიუს (ჩინ.:商殷墟))ტერიტორიაზე, რომელიც თანამედროვე ქალაქის ანიანის, ხენანის პროვინციაში მდებარეობს. უძველესი ქალაქი შედის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.
პოლიტიკური სტრუქტურა
მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში პოლიტიკური სტატუსი იყო განსხვავებული. ვანი წარმოადგენდა საკრალურ ფიგურას და ჰქონდა დიდი ძალაუფლება. ის გარდაცვლილი წინაპრების პატივსაცემად ასრულებდა საზეიმო რიტუალ დის. მიიჩნეოდა, რომ მხოლოდ მას შეეძლო ყოფილიყო შუამავალი გარდაცვლილებსა და ცოცხლებს შორის. ტიტული ან ძმიდან ძმას ან ბიძიდან უფროს ძმისშვილს გადაეცემოდა, ხოლო ვან ი-დან მოყოლებული ძალაუფლება მამიდან უფროს შვილზე გადადიოდა. ვანის ახალგაზრდა ნათესავები, რომლებიც ვერ აცხადებდნენ ძალაუფლებაზე პრეტენზიას, შეადგენდნენ არისტოკრატულ კლანს.
გლეხებთან შედარებით, ვანის გარემოცვას (ადმინისტრაციული აპარატი, მებრძოლები) პრივილეგირებული სტატუსი ჰქონდა. თანამდებობის პირები იყოფოდა ადმინისტრატორებად, მცირე რანგის მენეჯერებად და სამხედრო წვრთნებსა და ნადირობაზე პასუხისმგებელ პირებად.
ადმინისტრაციული დაყოფა
შანგის სახელმწიფო დაიყო სტრუქტურულად უთანასწორო ნაწილებად:
- ზონა (რამდენიმე ათეული კილომეტრის რადიუსში), დედაქალაქით, რომელსაც უშუალოდ განაგებდა ვანი.
- რეგიონული მმართველობის ტერიტორიები, რომელთაც ვანი, მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლები მართავდნენ. ასეთი ტერიტორია იყო — ჯოუ.
- მეორე ზონა — დასახლებული უცხოური ტომებით.
შანგის დინასტიის მმართველები
ვან მეფეთა სამეფო სახელების გარდა, ჩინეთის ისტორიამ მათი ადრინდელი სახელებიც შემოინახა (მაგ, სიან ტუ zh:相土, აგრეთვე, მოიხსენიება როგორც „ში ძინე”).
შანის დინასტია (ძვ. წ. 1600 — ძვ. წ. 1046)
|
- გვიანი შანგის კულტურის ნიმუშები
-
ჯადის დრაკონის ფორმის ბეჭედი
-
ჯადის გამოკვეთილი ირემი
-
ჯადის გამოკვეთილი თევზი
-
ჯადის გამოკვეთილი ვეფხვი
-
ბრინჯაოს ჭურჭელი
-
ბრინჯაოს ჭურჭელი
-
ბრინჯაოს ჭურჭელი — pou
-
ბრინჯაოს სარიტუალო ჭურჭელი — ზუნი
-
ბრინჯაოს ფართოყელიანი სარიტუალო ჭურჭელი წყლისთვის — გუანგი
-
ბრინჯაოს ქვაბი, სახელურითა და სახურავით
-
გვიანი შანგი, ბრინჯაოს სარიტუალო ღვინის ჭურჭელი (ზუნი) უჩვეულო ფორმის ბუ, ხუფი გუმბათოვანი თავით
-
ბრინჯაოს ცული — yuè
-
ქანდაკება, ძვ. წ. XIV–X საუკუნეები
-
თეთრი თიხა, ნაკვეთი გეომეტრიული ნიმუშით
|