შთენილი
შთენილი (ინგლ. Butte) — გეოლოგიაში: მთის ქანების იზოლირებული მასივი, რომელიც შემორჩა უფრო არამდგრადი ქანების ნგრევის შემდეგ რაიმე ეგზოგენური ფაქტორებით — გამოქარვით, ეროზიით, წყლის ზემოქმედებით და ა. შ.
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/46/Devils_Tower_CROP.jpg/250px-Devils_Tower_CROP.jpg)
განასხვავებენ:
- დენუდაციური ბიუტები — გამოქარვის და დენუდაციის წინააღმდეგ უფრო მედეგი ქანები;
- მოწმე ბიუტები ან მაგიდა მთები — ყოფილი პლატოების შენარჩუნებული მონაკვეთები;
- გარშემომვლელი ბიუტები — წარმოქმნილი მდინარის მიერ თავისი კალაპოტის გარღვევის შემდეგ და ბუნებრივი ნაპირის დანაწევრებით.