შიმშილაქედი (თერჯოლის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
შიმშილაქედი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
თემი | ზედა საზანო |
კოორდინატები | 42°12′14″ ჩ. გ. 43°03′04″ ა. გ. / 42.20389° ჩ. გ. 43.05111° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 320 მ |
მოსახლეობა | 185[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
შიმშილაქედი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიციპალიტეტში (ზედა საზანოს თემი). მდებარეობს მდინარე ძუსის (ჩოლაბურის აუზი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 320 მეტრი, თერჯოლიდან 10 კილომეტრი.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 185 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 263 | 127 | 136 |
2014[1] | 185 | 98 | 87 |
ეტიმოლოგია
სოფლის სახელწოდების შესახებ არსებობს ლეგენდა. შიმშილაქედის ტერიტორიაზე დიდი წყალდიდობა დაწყებულა. მდინარე ხმორდოლს კალაპოტი გადაულახავს და მთელი ტერიტორია დაუტბორავს. წყალდიდობა დიდხანს გაგრძელებულა. მდინარის მარჯვენა ნაპირის მოსახლეობა მოუწყვეტია მარცხენა მხარისათვის. ხალხი შიმშილისაგან აუტანელ დღეში ჩავარდნილა, ძუძუთა ბავშვების დიდი ნაწილი დაღუპულა. როდესაც წვიმა შეჩერებულა, წყალს დაუკლია. მაგრამ გაღმა-გამოღმა კავშირი მაინც ვერ აღუდგენიათ. ამ დროს მდინარის მარცხენა მხარის სოფელში სტუმრად ყოფილა მარჯვენა ნაპირის მცხოვრები ხუხუტა. როდესაც ხუხუტა აზვირთებულ მდინარის ნაპირს მიდგომია, მაშინვე ოჯახის ამბავი მოუკითხავს. მდინარის მეორე ნაპირიდან მეზობლებს დაუძახიათ „შიმშილი არის აქეთო“. ამ ამბის შემდეგ ამ ადგილს შიმშილაქედი შეურქმევიათ და დღესაც ამ სახელითაა ცნობილი.
ისტორია
სოფლის ტერიტორია ნაწილი იყო ჭალატყის ნაქალაქარისა, რომელშიც შედიოდნენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლები ჭალატყე, ზოვრეთი, ქვედა საზანო, ტყლაპივაკე, შიმშილაქედი და ამჟამინდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ზედა საზანო. ლეგენდებში ნაქალაქარი „ბალიასტომად“ მოიხსენიება.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 747.
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|