ჩერნოგორიის სოციალისტური რესპუბლიკა (სერბ.-ხორ.Socijalistička Republika Crna Gora, Социјалистичка Република Црна Гора) — იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი 6 რესპუბლიკიდან ერთ-ერთი, ამჟამად ჩერნოგორია. 1963 წლამდე ეწოდებოდა ჩერნოგორიის სახალხო რესპუბლიკა, 1991 წლიდან ჩერნოგორიის რესპუბლიკა.
საკანონმდებლო ორგანო იყო კრება, რომელიც შედგებოდა გაერთიანებული შრომის საბჭოს, საზოგადოებრივ-პოლიტიკური საბჭოსა და თემების საბჭოსაგან.
ჩერნოგორიისა და სერბეთის სოციალისტური რესპუბლიკების დროშები ემთხვეოდა ერთმანეთს.