ჩინურის არაბული ტრანსკრიფცია, ანუ სიაოერძინი (არაბ. كتابة عربية صينية ჩინ. 小兒經, ქართ. სჲაოერძჷნ) — ჩინური ენისიეროგლიფების გადმოსაცემად შექმნილი სატრანსკრიფციო სისტემა, რომელსაც გამოიყენებდნენ ჩინეთისმუსულმანები, — როგორც ჩინურ ენაზე მოლაპარაკენი, ასევე მათ მეზობლად მცხოვრები დუნსიანები და სალარები.
ჩინურის არაბული ტრანსკრიფცია - სიაოერძინი
სიაოერძინი წარმოადგენს ჩინური სიტყვების ტრანსკრიბირებისთვის შექმნილი სისტემებიდან ერთ-ერთ ყველაზე ძველ ტრანსკრიფციას მსოფლიოში.
ჩინურის არაბული ტრანსკრიფცია, - სიაოერძინი, თავისი შინაგანი სტრუქტურული და ლოგიკური სრულყოფით ბევრად აღემატება ლათინური ანბანის საფუძველზე ბევრად გვიან შექმნილსა და დღეს სტანდარტად მიჩნეულ ფინინს.
ანბანის სახელწოდება: სიაოერძინი, სიაოძინი
ჩინური იეროგლიფიკის არაბული ტრანსკრიფციის სახელწოდებას - სჲაოერძჷნ - რამდენიმე წერითი ვარიანტი გააჩნია. ესენია;
სიაოერძინის გაჩენისა და ჩამოყალიბების წინაპირობები
სიაოერძინის გაჩენა, ჩამოყალიბება და განვითარება უკავშირდება მინის ეპოქის შუა პერიოდს. ამ დროისათვის იმპერიის მუსულმანთა უმეტესობის – აწინდელ ჰუიეცუს, ან ჰუიეიცუს წინაპართა – მშობლიურ ენად უკვე იქცა ჩინური. წერა-კითხვის ცოდნა, რაც იეროგლიფიკის ცოდნას უკავშირდებოდა, შედარებით იშვიათობას წარმოადგენდა მუსულმანთა შორის; მუსულმან მამაკაცებს ამავე აღმსარებლობის ქალებისაგან ჰქონდათ უფლება ესწავლათ წერა-კითხვა, რაც მეჩეთებსა და მედრესეებთან არსებულ სკოლებში იყო მხოლოდ შესაძლებელი. ისლამური აღმსარებლობის სასწავლო დაწესებულებებში კი სწავლა-განათლების მიღება მხოლოდ არაბულ ენაზე იყო შესაძლებელი. მუსლიმთა მთავარი წიგნისყურანისა და სხვა თეოლოგიური ლიტერატურის წაკითხვა უკავშირდებოდა არაბული და სპარსული კალიგრაფიის დაუფლებას. ამ ენათა ფონეტიკური და მორფოფონოლოგიურ ბუნების ჯეროვნად ცოდნას. ყოველივე წარმოადგენდა წინაპირობას იმისათვის, რომ მშობლიური ჩინური სიტყვები ჩაეწერათ არაბულ-სპარსულიასო-ნიშნების მოშველიებით.
სიაოერძინზე შესრულებული ყველაზე ძველი წარწერა დათარიღებულია ჰიჯრიდან 740 წლით (ჩვ. წელთაღრიცხვის 1339-1340 წ.), რომელიც წარმოადგენს ქალაქ სიანში დასიუეს სისიანის მეჩეთის ეზოში ერთ-ერთ სტელაზე.
ჩინურის არაბული ადაპტაცია
სიაერძინს 36 ასო-ნიშანი აქვს, რომელთაგან 4 გამოიყენება ხმოვნების გამოსახატავად. 36 ასო-ნიშნიდან 28 გადმოღებული არის უშუალოდ არაბული ანბანიდან, ხოლო 4 ასო-ნიშანი, რომელთაგან 4 ასო დამატებით მოდიფიცირებულ იქნა, სპარსულიდან ანბანიდანაა ნასესხები ან მოდიფიცირებული.
გარდა ამისა, არის კიდევ 4 ასო, რომელიც მხოლოდ სიაოერძინს გააჩნია.
საბოლოო ჯამში, სიაოერძინის, ან სიაოძინის ასოთა რაოდენობა თავისი დამატებითი თუ საგანგებოდ შექმნილ გრაფიკულ ნიშნებთან ერთად ლამის ორჯერ აღემატება თავდაპირველად არაბულ-სპარსული დამწერლობებიდან ნასესხებ 36 ასო-ნიშანს.
ბგერა განიცდის ცვლილებას, თუ ჩინურის გადმოსაცემად გამოიყენება.
23
Za
[ts]-
z-
[ðˠ]
[z]
ظْ(作zuò)
ბგერას განიცდის ცვლილებას, თუ ჩინურის გამოსახატავად გამოიყენება.
24
Ain
[ə]
e, e-, -e, -e-
[ʕ]
[ʔ]
ﻋﹶ(恶è)
ჩინურის გამოხატვისას აღნიშნავს ხმოვანს; არაბიზმებისა და ირანიზმების გამოხატვისას მიჩნევა თანხმოვნად.
25
Ghain
არ არის
არ არის
[ʁ]
[ɣ], [q], [ɢ], [x]
غَبْن(Betrug)
გამოიყენება მხოლოდ არაბიზმების გამოსახატავად.
26
Fa
[f]-
f-
[f]
[f]
فِ(废fèi)
27
Qaf
[g]-
g-
[q]
[q], [ɢ]
قَ(个ge)
ბგერა განიცდის ცვლილებას, თუ ჩინურის გადმოსაცემად გამოიყენება.
28
Kaf
არ არის
არ არის
[k]
არ არის
كَلِمَة(Sprichwort)
გამოიყენება მხოლოდ არაბიზმების დასაწერად.
28
Kaf
[kʰ]-
k-
არ არის
[k]
ﮎْ(可kě)
ნასესხებია სპარსულიდან.
29
Gaf
არ არის
არ არის
არ არის
[g]
گنج(Schatz)
ნასესხებია სპარსულიდან და მხოლოდ ირანიზმების გადმოსაცემად გამოიყენება.
30
ŋ, ɲ-
ng-, gn-
არ არის
არ არის
ݣْا(仰ngǎng)
შედარებით იშვიათად გამოიყენება, ან ნინსია-ჰუის[ŋ]-თავკიდურა ხმოვანის (ინიციალის) და შიდა მონღოლეთის ანდა განსუსა და ცინხაის ɲ-თავკიდურა ხმოვნის (ინიციალის) გამოსახატავად.
31
Lam
[l]-
l-
[lˁ]
[l]
لِ(里lǐ)
32
Mim
[n]-
m-, n-
[m]
[m]
مِ(秘mì)
33
Nun
[n]-
n-
[n]
[n]
نِ(你nǐ)
34
Ha
[x]-
h-
[h]
[h], [ɛ], [æ]
هَا(哈hā)
გამოიყენება უპურატესად არაბულიდან ნასესხები სიტყვების დასაწერად, ჰანჲუი ფინინის ბოლოკიდურა მარცვლების (ფინალების) -a, -ai, -an, -ang, -ao -ს წინ.
35
Waw
[u], [ʊ]
wu, u-, -u, -u-
[w], [u:], [y]
[v], [u], [o], [ow]
ءُ(无wú)
ხმოვანი ბგერა
36
Ya
არ არის
არ არის
[j], [i:]
არ არის
يَوْم (ყიამაჰ - განკითხვის დღე)
გამოიყენება მხოლოდ არაბულ ნასესხობებში და წარმოადგენს ხმოვან ბგერას.
ქართულად: „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით.“
Xiaojing Qur'an Kreis Dongxiang, Autonomer Bezirk Lingxia, Gansu, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.
Huijiao Bizun გვ. 154. (ფოტოკოპირებული გამოცემა).
Muhammad Musah Abdulihakh: Islamic faith Q&A. 2nd ed. Beiguan Street Mosque, Xining, Qinghai, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, დანართი შეიცავს სიაოერძინის, ფინინისა და არაბულის შედარებითი ცხრილი.
Feng Zenglie: Beginning Dissertation on Xiao'erjing: Introducing a phonetic writing system of the Arabic script adopted for Chinese. წიგნში: The Arab World, Issue #1, 1982.
Chen Yuanlong. The Xiaojing writing system of the Dongxiang ethnicity. წიგნში: China’s Dongxiang ethnicity. People’s Publishing House of Gansu, 1999.