ჩრდილოეთი კვანზა

პროვინცია
ჩრდილოეთი კვანზა
პორტ. Kwanza-Norte
ქვეყანა ანგოლის დროშა ანგოლა
ადმ. ცენტრი N'dalatando
შიდა დაყოფა Ambaca, Banga, Bolongongo, Cambambe, Cazengo, Golungo Alto, Gonguembo, Lucala, Quiculungo და Samba Cajú
კოორდინატები 9°01′00″ ს. გ. 15°04′00″ ა. გ. / 9.01667° ს. გ. 15.06667° ა. გ. / -9.01667; 15.06667
ფართობი 24 190 კმ²
მოსახლეობა 443 386 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 18,33 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
ოფიციალური საიტი kwanzanorte.gov.ao

ჩრდილოეთი კვანზა (პორტ. Kwanza-Norte) — პროვინცია ანგოლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ნ’დალატანდო. მისი ფართობი შეადგენს 24 190 კმ²-ს. 2014 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს — 443 386 ადამიანს.[1] (2014 год).

გეოგრაფია

ჩრდილოეთი კვანზის პროვინციის დასავლეთით მდებარეობს ბენგოს პროვინცია, ჩრდილოეთით — უიჟეს პროვინცია, აღმოსავლეთით — მალანჟეს პროვინცია, სამხრეთით — სამხრეთი კვანზა. პროვინცია მდებარეობს მდინარე კვანზას ჩრდილოეთით, 100 კმ-ით აღმოსავლეთით ლუანდიდან.

ამ პროვინციაში მდებარეობს ანგოლის ტერიტორიაზე შენარჩუნებული ტროპიკული ჯუნგლების მსხვილი მასივები. ჩრდილოეთი კვანზის პროვინციის დანარჩენი ტიპური ბუნების ლანდშაფტია სავანა.

ადმინისტრაციული დაყოფა

  • ამბაკა (Ambaca)
  • ბანგა (Banga)
  • ბოლონგონგო (Bolongongo)
  • კამბამბე (Cambambe)
  • კაზენგო (Cazengo)
  • გოლუნგო-ალტუ (Golungo Alto)
  • გონგუემბო (Gonguembo)
  • ლუკალა (Lucala)
  • კიკუკუნგუ (Quiculungo)
  • სამბა-კაჟუ (Samba Caju)

ეკონომიკა

ახალი სარკინიგზო ვაგზალი ქალაქ დონდოში

პროვინციის მეურნეობის საფუძველია — სოფლის მეურნეობა. განვითარებულია მეცხოველეობა, ყავის, ბამბის, ხილის მოყვანა. მიმდინარეობს ხე-ტყის დამზადება. პროვინციაში არსებობს ალმასის, ოქროს და სპილენძის საბადოები.

ჩრდილოეთი კვანზის პროვინციის ტერიტორიაზე გადის ლუანდა — მალანჟეს რკინიგზა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო