ძაღლის სატაცური
ძაღლის სატაცური | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Tamus communis | ||||||||||||
|
ძაღლის სატაცური, მიხელტა (Tamus communis) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე დიოსკორეასებრთა ოჯახისა. გამსხვილებული ფესვი, მცოცავი და ხვიარა ღერო აქვს.
გავრცელებულია ყირიმსა და კავკასიაში, ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში, ევროპასა და წინა აზიაში. საქართველოში მთის შუა სარტყლამდე, ძირითადად ტყეში და ტყის პირას იზრდება.
დეკორატიული მცენარეა, იყენებენ ცოცხალ ღობედ. ფესვებს ხმარობენ ხალხურ მედიცინაში.
გალერეა
-
Dioscorea communis
-
Dioscorea communis
ლიტერატურა
- ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 265.