ძველსკანდინავიური ენა — ჩრდილოგერმანიკული ენა, რომელზეც ლაპარაკობდნენ დაახლოებით ახ. წ. 800 წლიდან (ვიკინგთა ეპოქის დასაწყისი) 1350 წლამდე სკანდინავიაში, კუნძულებზე კი 1500 წლამდე.
ძველსკანდინავიური ენის თანამედროვე მემკვიდრეებად გვევლინებიან დასავლეთსკანდინავიური ენები — ისლანდიური ენა, ნიუნორსკი, ფარერული და გამქრალი ენა ნორნი ორკნისა და შეტლანდის კუნძულებიდან — და აღმოსავლეთსკანდინავიური ენები — შვედური, ბუკმოლი და დანიური.