ძია ვანია

ძია ვანია
ჟანრი პიესა
ავტორი ანტონ ჩეხოვი
მშობლიური ენა რუსული
დაწერილია 1896
გამოცემულია 1897

ძია ვანია (რუს. Дя́дя Ва́ня) — ანტონ ჩეხოვის პიესა, რომელიც 1896 წელს დაიწერა. პირველად 1897 წელს გამოქვეყნდა.

შექმნის ისტორია

1889 წელს ჩეხოვმა დაასრულა პიესა „ოჩოპინტრე“ (4-მოქმედებიანი კომედია), რომელიც 1890 წელს გამოქვეყნდა. ავტორმა პიესა თოლიის დაწერის შემდეგ, „ოჩოპინტრე“ „ძია ვანიად“ გადააკეთა.

თავდაპირველ ვარიანტში („ოჩოპინტრე“) 1889 წლის 27 დეკემბერს დაიდგა თეატრში მარია აბრამოვას მიერ, მოსკოვი.

პერსონაჟები

  • ალექსანდრ ვლადიმეროვიჩ სერებრიაკოვი — გადამდგარი პროფესორი
  • სოფია ალექსანდროვნა (სონია) — მისი ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან, ძია ვანიას დისშვილი
  • ელენა ანდრეევნა — მისი ცოლი, 27 წლის
  • მარია ვასილევნა ვოინიცკაია — საიდუმლო მრჩევლის ქვრივი, ძია ვანიასა და პროფესორის პირველი ცოლის დედა
  • ივან პეტროვიჩ ვოინიცკი — ძია ვანია, მისი შვილი, პროფესორის ცოლისძმა
  • მიხეილ ლვოვიჩ ასტროვი — ექიმი
  • ილია ილიჩ ტელეგინი — გაღარიბებული მემამულე
  • მარინა — მოხუცი ძიძა
  • მუშაკი

დადგმები რუსეთში

  • 1897 — პიესის პრემიერა დონის როსტოვში შედგა; დადგმა ნიკოლოზ სინელნიკოვის ამხანაგობის დასმა განახორციელა; როლებს ასრულებდნენ: ვოინიცკი — ივან შუვალოვი, ასტროვი — პ. სამოილოვი, სერებრიაკოვი — დ. გლიუსკე-დობროვოლსკი, ელენა ანდრეევნა — იურიევა, სონია — მარია სინელნიკოვა, ტელეგინი — ანდრეი პეტროვსკი, მარინა — მარია ბლიუმენტალ-ტამარინა.[1]
  • 1897 — გორთეატრი, სარატოვი
  • 1898 — თეატრი „სოლოვცოვი“, კიევი
  • 1899 — მოსკოვის სამხატვრო თეატრი. დამდგმელი ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკო და კონსტანტინე სტანისლავსკი, მხატვარი ვიქტორ სიმოვი. როლებში: ასტროვი — სტანისლავსკი, ვოინიცკი — ალექსანდრე ვიშნევსკი, სერებრიაკოვი — ვასილი ლუჟსკი, ელენა ანდრეევნა — ოლგა კნიპერ-ჩეხოვა, სონია — მარია ლილინა, ვოინიცკაია — ევგენია რაევსკაია, ტელეგინი — ალექსანდრე არტიომი, მარინა — მარია სამაროვა. პრემიერა 1899 წლის 26 ოქტომბერს. სპექტაკლი განახლდა 1911, 1918, 1926 წლებში.
  • 1904 — კომისარჟევსკაიას დრამატული თეატრი,
  • 1909 — ალექსანდრინსკის თეატრი.

პროვინციულ სცენებზე რევოლუციამდელ შემსრულებლებს შორის იყვნენ: ვოინიცკი — კაშირინი, ნიკოლაი როშჩინ-ინსაროვი, ისააკ დუვან-ტორჩოვი, კაზიმირ ბრავიჩი, პაველ გაიდებუროვი; ასტროვი — ევგენი ნედელინი, სამოილოვი, ალექსანდრე ტაიროვი, ნიკოლაი რადინი, ნიკოლაი ხოდოტოვი; სონია — ვერა კომისარჟევსკაია, სერებრიაკოვი — იური ალექსეევ-მესხიევი.

საბჭოთა სცენაზე „ძია ვანია“ 1919 წლიდან იდგმებოდა. დადგმებს შორის იყო:

  • 1941 — ბაუმანის სახელობის თეატრი, მოსკოვი; რეჟისორი კრასნიანსკი, მხატვარი მიხეილ ვარპეხი;
  • 1943 — სვერდლოვსკის თეატრი; რეჟისორი ბრილი, მხატვარი კუზმინი; როლებს ასრულებდნენ: ვოინიცკი — ბ. ილინი, ელენა ანდრეევნა — ელიზავეტა ამან-დალსკაია);
  • 1946 — ალექსანდრე პუშკინის ლენინგრადის თეატრი. რეჟისორები ლეონიდ ვივიენი, ნ. პეტროვი; მხატვარი დ. პოპოვი. როლებში: ვოინიცკი — იური ტოლუბეევი, ასტროვი — ნიკოლაი სიმონოვი
  • 1947 — გორკის სახელობის სსრკ-ის მოსკოვის სამხატვრო თეატრი. დამდგმელი მიხეილ კედროვი, ნინა ლიტოვცევა, ილია სუდაკოვი; მხატვარი დიმიტრიევი. როლებს ასრულებდნენ: ვოინიცკი — ბორის დობრონრავოვი, ვასილი ორლოვი, ასტროვი — ვასილი კაჩალოვი, ბორის ლივანოვი, ელენა ანდრეევნა — ალა ტარასოვა, სონია — ელენა ხრომოვა, სერებრიაკოვი — ნიკოლაი პოდგორნი, ვსევოლდ ვერბიცკი, ანატოლი კტოროვი; ტელეგინი — ვლადიმერ გრიბუნინი, მიხეილ იანშინი.
  • 1960 — ლესია უკრაინკას სახელობის თეატრი, კიევი. ვოინიცკის როლში — რომანოვი.
  • 1982 — მ. გორკის სახელობის ლენინგრადის დიდი დრამატული თეატრი. დამდგმელი გიორგი ტოვსტონოგოვი, მხატვარი ედუარდ კოჩერგინი. როლებს ასრულებდნენ: სერებრიაკოვი — ევგენი ლებედევი, ელენა ანდრეევნა — ნატალია დანილოვა, სონია — ტატიანა ბედოვა, ვოინიცკაია — მარია პრიზვან-სოკოლოვა, ვოინიცკი — ოლეგ ბასილაშვილი, ასტროვი — კირილ ლავროვი, ტელეგინი — ნიკოლაი ტროფიმოვი, მარინა — ზინაიდა შარკო
  • 1985 — მ. გორკის სახელობის მოსკოვის სამხატვრო თეატრი. დამდგმელი ოლეგ ეფრემოვი.

პოსტსაბჭოთა პერიოდი:

  • 1993 — მცირე თეატრი. დამდგმელი სერგეი სოლოვიოვი, მხატვარი ვ. ლევენტალი, კომპოზიტორი ი. შვარცი.
  • 1993 — თეატრი „ნიკიტინსკის კარიბჭესთან“. დამდგმელი მარკ როზოვსკი, მხატვარი ტატიანა შვეცი.
  • 1996 — ნოვისიბირსკის საქალაქო დრამატული თეატრი. რეჟისორი სერგეი აფანასიევი, მხატვარი ვლადიმერ ფატეევი, ვოინიცკი — სერგეი ნოვიკოვი, ასტროვი — ვლადიმერ ლემეშონოკი.
  • 2003 — მცირე დრამატული თეატრი — ევროპის თეატრი. დამდგმელი ლევ დოდინი, მხატვარი დავიდ ბოროვსკი.
  • 2004 — „ტაბაკერკა“, ანტონ ჩეხოვის სახელობის მოსკოვის სამხატვრო თეატრის მთავარ სცენაზე. დამდგმელი მინდაუგას კარბაუსკისი. პრემიერა — 18 მაისი [1] დაარქივებული 2017-06-06 საიტზე Wayback Machine.
  • 2005 — თეატრი „სტანისლავსკის სახლთან“. დამდგმელი ი. პოგრებნიჩენკო, მხატვარი ნადეჟდა ბახვალოვა.
  • 2006 — ი. სლონოვის სახელობის სარატოვის დრამის თეატრი. დამდგმელი ელენა ჩორნაია. პრემიერა — 4 მარტი
  • 2008 — მ. გორკის სახელობის ნიჟეგოროდსკის სახელმწიფო დრამის აკადემიური თეატრი. დამდგმელი ვალერია სარქისოვა.
  • 2009 — ე. ვახტანგოვის სახელობის თეატრი. დამდგმელი რიმას ტუმინასი; მხატვარი ადომას იაცოვსკისი, კომპოზიტორი ფაუსტას ლატენასი. პრემიერა — 2 სექტემბერი
  • 2009 — ალექსანდრინსკის თეატრი. დამდგმელი ანდრეა შჩერბანა, მხატვარი კარმენჩიტა ბროჟბოუ.
  • 2009 — მოსსოვეტის სახელობის თეატრი. დამდგმელი და სცენოგრაფია ანდრეი კონჩალოვსკი
  • 2011 — ახალგაზრდული თეატრი, ჩერნიგოვი
  • 2012 — წვიმების თეატრი. დამდგმელი ნატალია ნიკიტინა. პრემიერა — 27 იანვარი
  • 2012 — თეატრი ვასილიევსკზე. დამდგმელი ვლადიმერ ტუმანოვი, დამდგმელი მხატვარი ელენა დიმიტრაკოვა, კოსტიუმების მხატვარი სტეფანია გრაუროგკაიტე. პრემიერა — 26 ოქტომბერი
  • 2014 — მოსკოვის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის სასწავლო თეატრი. დამდგმელი ვლადიმერ კრასოვსკი (ვოინიცკი — ვალერი ბოგატირევი, სონია — ევდოკია სლავინა, ასტროვი — ნიკოლაი სამსონოვი, ელენა ანდრეევნა — ეკატერინა ბოგომოლოვა, ტელეგინი — ოლეგ დონსკოი, სერებრიაკოვი — ალექსანდრ იუნკეროვი, მარინა — ტატიანა მედვედენკო, მარია ვასილევნა — პელაგეა რასტოფჩინა, მუშაკი — მიკან ჯუმაბაევი)
  • 2016 — ვორონეჟის კამერული თეატრი. დამდგმელი მიხეილ ბიჩკოვი, დამდგმელი მხატვარი ნიკოლაი სიმონოვი (ვოინიცკი — კამილ ტუკაევი, სონია — ტატიანა ბაბენკოვა, ასტროვი — ანდრეი ნოვიკოვი, ელენა ანდრეევნა — ლიუდმილა გუსკოვა, ტელეგინი — ანდრეი მიროშნიკოვი, სერებრიაკოვი — იური ოვჩინიკოვი, მარინა — ტატიანა ჩერნიავსკაია, მარია ვასილევნა — ტატიანა სეზონენკო, მუშაკი — ალექსანდრე გაბურა).

საზღვარგარეთული დადგმები:

  • ჩეხეთის ეროვნული თეატრი —1901, 1907, რეჟისორი კვაპილი;
  • სოფიის სახალხო თეატრი — 1904—1906;
  • ვარნის თავისუფალი თეატრი;
  • მიუნხენის სამეფო თეატრი —1903, 1913;
  • ბერლინის თეატრი — 1904;
  • „ელისეს მინდვრების თეატრი“, პარიზი — 1922, რეჟისორი ჟორჟ პიტოევი; „კომედი ფრანსეზი“, 1961;
  • „ოლდ ვიკი“, ლონდონი — 1944 (ასტროვი — ლოურენს ოლივიე, ვოინიცკი — რიჩარდსი);
  • „პოლონური თეატრი“, ვარშავა — 1953 (სპექტაკლი ნაჩვენები იყო მოსკოვში 1954 წელს);
  • „ფორტი-სტრიტის თეატრი“, ნიუ-იორკი — 1956 (სატელევიზიო სპექტაკლი);
  • მორელი-სტოპას დასი, რომი — 1956, რეჟისორი ლუკინო ვისკონტი; (ვოინიცკი — სტოპა);
  • გერმანული თეატრი, ციურიხი, 1940,
  • თეატრი „დე პოში“, ჟენევა, 1956 და მრავალი სხვ.
  • „გუდმენის თეატრი“, აშშ, ჩიკაგო, 2017

ეკრანიზაცია

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ნიკოლოზ სინელნიკოვი სამოცი წელი სცენაზე: ჩანაწერები. — Харьков: Харьковский государственный театр русской драмы, 1935. — 347 с.