წითელნისკარტა მაღრანი
წითელნისკარტა მაღრანი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Pyrrhocorax pyrrhocorax (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22705916 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
წითელნისკარტა მაღრანი,[1][2] სუღლუკი[2] (ლათ. Pyrrhocorax pyrrhocorax) — ფრინველი ყორნისებრთა ოჯახისა.
მისი სხეულის სიგრძეა 37–42 სმ, მასა 220–450 გრამი; მამალი დედალზე დიდია. ნისკარტი გრძელი, ვიწრო, ქვევითკენ ნამგლისებურად მოხრილია; ფრთები გრძელი, წაწვეტებული. შეფერილია შავად, დასდევს მწვანე, ლურჯი და მეწამული ელფერი; ფეხები და ნისკარტი წითელია. გავრცელებულია ცენტრალური და სამხრეთ ევროპის, ჩრდილო-დასავლეთ და აღმოსავლეთ აფრიკის (ეთიოპია), სამხრეთ ციმბირის, სამხრეთ-დასავლეთ, შუა და ცენტრალური აზიის მთების ველებსა და სტეპებზე; გვხვდება საქართველოშიც.[2] ბუდობს ზღვის დონიდან ნივალურ სარტყლამდე, ჩვეულებრივ დამახასიათებელია 1200–4800 მეტრ სიმაღლისთვის; მთებში სეზონურად ვერტიკალურად გადაადგილდება.
ფრენს მაღალმანევრულად. ეწევა გუნდური ცხოვრების წესს. ყოვლისმჭამელია; რაციონის ძირითად ნაწილს შეადგენს ნიადაგის მწერები, მცენარეთა თესლები (მ. შ. კულტურული მარცვლოვნების), კენკრა; ჭამს მცირე ზომის ქვეწარმავლებს, ფრინველებსა და მათ კვერცხებს, ნარჩენებს, ლეშს. ბუდობს ცალკეულ წყვილებად და კოლონიებად ციცაბო კლდეებს შორის, ნაპირის ბექებსა და შენობებში. ბუდე მასიურია, ჯამისებრი ან ფლატფორმის მსგავსი, უხვადაა ჩაფენილი ბეწვი და თმა. დედალი დებს 1–6 (ჩვეულებრივ 3–5) კვერცხს; კრუხობს 17–18 დღე; მამალი ამ პერიოდში მას კვებავს. ბარტყები ბუდეში 31–41 დღე რჩებიან.
ლიტერატურა
- Лоскот В. М. КЛУШИЦА // Большая российская энциклопедия. т. 14. — М., 2009. — стр. 319.
სქოლიო
- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 40, 130, 223.
- ↑ 2.0 2.1 2.2 ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 506.