ტორე vs ლასკერი, მოსკოვის საერთაშორისო ტურნირი, 1925. თეთრები თამაშობენ 25. კf6! და წირავენ ლაზიერს იმისათვის, რომ „დაატრიალონ წისქვილის ბორბალი“ და პარტია მატერიალური უპირატესობით განაგრძონ.
წისქვილი — ჭადრაკში გახსნილი ქიშის ერთ–ერთი სახე. ამ დროს ორი ან მეტი გახსნილი ქიში გამოიყენება და, როგორც წესი, მასში კუ და ეტლი მონაწილეობს. ეს ორი ფიგურა წისქვილის ბორბლის მსგავს მექანიზმს ქმნის.
წისქვილის ყველაზე ცნობილი მაგალითია კარლოს ტორესა და ემანუელ ლასკერის პარტია.