ჭიამაგვარისებრნი (ლათ.Caeciliidae) — უფეხო ამფიბიების რიგის ერთადერთი ოჯახი. ცნობილია 25-მდე გვარი და 70-მდე სახეობა. მათი ჭიისმაგვარი სხეული მოკლებულია კიდურებს და 400-მდე რგოლისაგან შედგება. მოძრაობენ ნელა. განაყოფიერება შინაგანია. უმრავლესობა კვერცხს სოროში დებს. იკვებებიან წვრილი ცხოველებით. გავრცელებულნი არიან აფრიკის, აზიისა და ამერიკის ტროპიკულ სარტყელში. უმრავლესობა ნიადაგში ბინადრობს.