ჯელალ ბაიარი
ჯელალ ბაიარი | |
თურქეთის მე-3 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 მაისი 1950 – 27 მაისი 1960 | |
პრემიერ-მინისტრი | ადნან მენდერესი |
წინამორბედი | ისმეთ ინენიუ |
მემკვიდრე | ჯემალ გურსელი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 ოქტომბერი 1937 – 25 იანვარი 1939 | |
წინამორბედი | ისმეთ ინენიუ |
მემკვიდრე | რეფიქ საიდამი |
დაბადებული | 16 მაისი 1883 ბურსა ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 22 აგვისტო, 1986 (103 წლის) სტამბოლი თურქეთი |
ეროვნება | თურქი |
რელიგია | მუსლიმი |
ხელმოწერა |
მაჰმუდ ჯელალ ბაიარი (დ. 16 მაისი, 1883 — გ. 22 აგვისტო, 1986) — თურქი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. თურქეთის მე–3 პრეზიდენტი.
ბიოგრაფია
დაიბადა 1883 წელს სოფელ უმურბეიში (ბურსას პროვინცია), რელიგიური მოღვაწისა და მასწავლებლის ოჯახში, სკოლის დამთავრების შემდეგ ბაიარმა მუშაობა დაიწყო ქალაქ გემლიკის სასამართლოში კლერკად.
პოლიტიკური კარიერა
- 1908 — შეუერთდა ახალგაზრდა თურქების პოლიტიკურ ორგანიზაციას "პროგრესისა და ერთობის კომიტეტს" (თურქ. «İttihad Terakki Cemiyeti»).
- 1919— აირჩიეს ოსმალეთის პარლამენტის დეპუტატად სარუხანიდან (ახლანდელი მანისა).
- 1920 — ბაიარი გადავიდა ანკარაში და შეუერთდა მუსტაფა ქემალ ათა თურქს და თურქეთის განმათავისუფლებელ მოძრაობას.
- 1921 — გახდა ეკონომიკის მინისტრი.
- 1922 — თურქეთის დელეგაციის წევრი ლოზანის კონფერენციაზე.
- 1923 — დეპუტატი იზმირიდან
- 1924 — დააარსა საქმიანი ბანკი (თურქ. Türkiye İş Bankası) და იყო მისი გენერალური დირექტორი 1932 წლამდე.
- 1937–1939 — თურქეთის პრემიერ–მინისტრი.
- 1945 — დატოვა თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტია.
- 1946 — ადნან მენდერესთან ერთად დააარსა თურქეთის დემოკრატიული პარტია (თურქ. Demokrat Parti), რომელმაც 1950 წლის არჩევნებში მიიღო 408 ადგილი 487–დან.
- 1950–1960 — თურქეთის პრეზიდენტი (მთელი ეს პერიოდი პრემიერ–მინისტრი იყო ადნან მენდერესი).
- 1960 — დაამხეს სამხედრო გადატრიალების შედეგად და დააპატიმრეს.
- 1966 — მოხდა მისი რეაბილიტაცია.
- 1986 — გარდაიცვალა 103 წლის ასაკში.
რესურსები ინტერნეტში
წინამორბედი: ისმეთ ინენიუ |
თურქეთის პრეზიდენტი 1950 – 1960 |
შემდეგი: ჯემალ გურსელი |
|