ჯიბილო ნიჟარაძე

ჯიბილო ნიჟარაძე (დ. 14 აპრილი, 1946, ლენტეხი — გ. 18 აგვისტო, 1993, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი (ძიუდო, სამბო), ძიუდოში ევროპის სამგზის ჩემპიონი (გუნდური, 1977, რეინის რაინის ლუდვიგსჰაფენი, გფრ; გუნდური 1975, ლიონი, საფრანგეთი და პირადი +93 კგ), ევროპის ვიცე-ჩემპიონი (1977, რაინის ლუდვიგსჰაფენი, გფრ, +93 კგ ), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (1973, ლოზანა, შვეიცარია, +93 კგ ), სსრკ ჩემპიონი (1974, აბსოლუტური; რიგა), სსრკ ვიცე-ჩემპიონი (1976, მოსკოვი, +93 კგ). სამბოში სსრკ ვიცე-ჩემპიონი (1976, +100 კგ), ორგზის სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1973, 1974, +100 კგ), სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. გარდაიცვალა 1993 წლის 18 აგვისტოს თბილისში (სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს).

ძირითადი შედეგები

დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი წონითი კატეგორია ადგილი
ძიუდო
ჰელსინკი, ფინეთი
ევროპის ჩემპიონატი 1978 აბსოლუტირი 3rd
ძიუდო
რაინის ლუდვიგსჰაფენი, გფრ
ევროპის ჩემპიონატი 1977 1st
ძიუდო
რაინის ლუდვიგსჰაფენი, გფრ
ევროპის ჩემპიონატი 1977 +93 კგ 2nd
ძიუდო
კიევი, სსრკ
ევროპის ჩემპიონატი 1976 აბსოლუტირი 3rd
ძიუდო
ლიონი, საფრანგეთი
ევროპის ჩემპიონატი 1975 +93 კგ 1st
ძიუდო
მადრიდი , ესპანეთი
ევროპის ჩემპიონატი 1973 +93 კგ 3rd
ძიუდო
ლოზანა, შვეიცარია
მსოფლიო ჩემპიონატი 1973 +93 კგ 2nd

რესურსები ინტერნეტში