ჯიბუტის დროშა

ჯიბუტის სახელმწიფო დროშა
ჯიბუტი

სომალ. Calanka Qaranka
არაბ. علم الوطني
ფრანგ. Drapeau national
('ეროვნული დროშა')
მიღებულია 22 ივნისი, 1977
პროპორცია 2:3

ჯიბუტის დროშა (სომალ. Calanka Jabuuti; არაბ. علم جيبوتي; ფრანგ. Drapeau de Djibouti) ― ჯიბუტის ეროვნული სიმბოლო. მოიცავს ორ ჰორიზონტალურ ზოლს: ღია ლურჯსა და ღია მწვანეს და მარცხენა მხარეს თეთრ სამკუთხედს, რომლის ცენტრშიც წითელი ვარსკვლავია.[1] ჯიბუტის დროშის ფონი და ფერები დაეფუძნა სომალის სანაპიროს განთავისუფლების ფრონტის დროშას. ღია ლურჯი ფერი ცასა და ზღვას აღნიშნავს, ისევე როგორც სომალელებს. მწვანე ფერი მარადმწვანე მიწას აღნიშნავს, ისევე როგორც აფარების ერს. თეთრი ფერი მშვიდობის, ხოლო ხუთქიმიანი ვარსკვლავი ერთიანობის სიმბოლოა. წითელი ფერი დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა მიერ დაღვრილ სისხლს აღნიშნავს. ვარსკვლავის ხუთი ქიმი იმასაც აღნიშნავს, რომ ჯიბუტი იმ ხუთ რეგიონს შორისაა, სადაც სომალელები დასახლდნენ.

იხილეთ აგრეთვე

  • ჯიბუტის ისტორია

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Anjali Kamath. Flag Book. Popular Prakashan, გვ. 19. ISBN 978-81-7991-512-7.