ჰობარტი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ჰობარტი ინგლ. Hobart | |||||
| |||||
ქვეყანა | ავსტრალია | ||||
შტატი | ტასმანია | ||||
შიდა დაყოფა | City of Hobart, City of Glenorchy, კლარენსი, Brighton Council, Kingborough Council და Sorell Council | ||||
კოორდინატები | 42°52′50″ ს. გ. 147°19′30″ ა. გ. / 42.88056° ს. გ. 147.32500° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1803 | ||||
ფართობი | 1357 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1270 მეტრი, 54 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 211 656 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 155,97 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+10, ზაფხულში UTC+11 | ||||
სატელეფონო კოდი | 0361[1] [2] და 0362[1] [2] | ||||
საფოსტო ინდექსი | 7000 | ||||
ოფიციალური საიტი | hobartcity.com.au | ||||
ჰობარტი (ინგლ. Hobart) — ავსტრალიის შტატის, ტასმანიის დედაქალაქი და ყველაზე დასახლებული ქალაქი. დაარსდა 1804 წელს და მეორე ქალაქია ავსტრალიაში სიძველის მიხედვით. 2011 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 211 656 ადამიანს[3]. ტასმანიის შტატის ფიმანსური ცენტრი და ავსტრალიური და ფრანგული ანტარქტიდული ექსპედიციების გამგზავრების პუნქტია.
გეოგრაფია
ჰობარტი მდებარეობს მდინარე დერუენტის (ინგლ. Derwent River) ორივე ნაპირზე, კუნძულ ტასმანიის სამხრეთ-აღმოსავლეთით.
კლიმატი
ჰობარტს აქვს ზომიერი ოკეანური კლიმატი. ამგვარი ტიპის კლიმატი ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე აქვს, მაგალითად, ლონდონს, თუმცა იგი მდებარეობს ეკვატორიდან უფრო შორს, ვიდრე ჰობარტი.
ჰობარტისთვის დამახასიათებელია ღრუბლიანი ამინდის დომინირება მთელი წლის განმავლობაში ზაფხულობით კონტინენტიდან ცხელი ჰაერის მასების შემოჭრისას ცხელი ამინდის იშვიათი პერიოდულობით და თბილი ამინდი ზამთარში. ნალექების რაოდენობა პრაქტიკულად არ იცვლება მთელი წლის განმავლობაში, წვიმები მოდის თანაბრად. სეზონებს შორის ცვლილებები საკმაოდ უმნიშვნელოა.
მაქსიმალური ტემპერატურა — +40,8 °C დაფიქსირდა 1976 წლის 4 იანვარს, მინიმალური — −2,8 °C 1972 წლის 25 ივნისს.
ისტორია
პირველი დასახლება თანამედროვე ქალაქის ადგილას გაჩნდა 1803 წელს, რისდონის უბეში მდინარე დერუენტის აღმოსავლეთ სანაპიროზე. 1804 წელს დასახლება გადავიდა უფრო უკეთეს ადგილზე — სალივანის უბესთან. სახელი კოლონიების მინისტრის — ლორდ ჰობარტის პატივსაცემად დაერქვა. პირველად ქალაქი წარმოადგენდა საპატიმროს, სადაც ათავსებდნენ პატიმრებს მთელი ბრიტანეთის იმპერიიდან. ქალაქი ასევე მთავარ როლს თამაშობდა დიდი ბრიტანეთის დამკვიდრებაში ავსტრალიის კონტინენტზე.
1835 წლის აღწერით, ჰობარტის მოსახლეობა შეადგენდა 13 826 ადამიანს, მთელი ტასმანიის 36 505 ადამიანს.
ეკონომიკა
ჰობარტი — მთავარი საზღვაო პორტია. აქედან მიემგზავრებიან ავსტრალიური და ფრანგული გემები ანტარქტიდაში. ის ასევე პოპულარული დანიშნულების პუნქტია მრავალრიცხოვანი საკრუიზერო ლაინერებისთვის. ქალაქში განვითარებულია გემთმშენებლობა და დამხმარე დარგები.
ეკონომიკის მთავარი სექტორია — კვების მრეწველობა (ლუდსახარშები, საკონდიტრო ფაბრიკები, ღვინის წარმოება). ჰობარტი წარმატებით ვითარდება როგორც ტურისტული ცენტრი.
დაძმობილებული ქალაქები
ფოტო გალერეა
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 690.
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 Telecommunications Numbering Plan 2015
- ↑ 2.0 2.1 Telstra J // Charging Zones — 2018. — 274 p.
- ↑ მოსახლეობის აღწერა (2011 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-29. ციტირების თარიღი: 2015-02-18.
- ↑ 4.0 4.1 [1] დაარქივებული 2009-09-20 საიტზე Wayback Machine. Hobart City Council - Sister Cities (Retrieved August 16, 2009)
- ↑ Hobart offers condolences to Italian sister city L’Aquila severely damaged by earthquake. Hobart City Council (07-04-2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-19. ციტირების თარიღი: 2009-06-27.