ჰონორიუს II (დ. 1009, ვერონის მახლობლად — გ. 1072, პარმა) — ანტიპაპი1061-1072 წლებში. გერმანული წარმოშობისა გვარად კადალუსი. პაპად აირჩიეს იმპერატრიცა აგნესას შემწეობით ბალის ასამბლეაზე. 1062 წელს აიღო რომი. 1064 წელს გერმანელმა მთავრებმა მიატოვეს და გარდაიცვალა ყველასაგან მივიწყებული. ჰონორიუს II ლომბარდიის პარტიის წარმომადგენელი იყო, რომელიც ოპოზიციაში ედგა რომაულ არისტოკრატიას.