გვიანდელი წყაროები აჰას მინას სახელით იცნობენ და მის მმართველობას უკავშირებენ ქვეყნის გაერთიანებას — ზემო ეგვიპტის მიერ ქვემო ეგვიპტის დაპყრობას. თუმცა ეს გაერთიანება რამდენიმე თაობის წინ მოხდა. სამაგიეროდ, მეორე ქმედება, რომელსაც აჰას აწერენ მართლა მას ეკუთვნის - ეგვიპტის პირველი დედაქალაქის მემფისის დაარსება. ჰეროდოტეს თანახმად, აჰამ დამბის მეშვეობით ნილოსის დინება შეცვალა და ძველი კალაპოტის ადგილზე ააშენა ქალაქი. ეს მოვლენა გახდა შთამომავლებისთვის პირველი დინასტიის მმართველობის დასაწყისი.
ლიტერატურა
Рыжов, K. (2001). Энциклопедия - Все монархи мира - Древний Восток. Вече, Москва. ISBN 5-7838-0829-6