A Perfect Circle

A Perfect Circle — ცნობილი ამერიკული როკ-ჯგუფი, რომელიც 1999 წელს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში დაარსდა. ჯგუფი გიტარისტმა ბილი ჰოვერდელმა და ჯგუფ Tool-ის სოლისტმა მეინარდ ჯეიმზ კინენმა შექმნა.

კონტენტი:Mer de Noms (1999-2000), Thirteenth Step (2001-2003) და Emotive (2004). Hiatus and other projects (2005–2009) Reformation, touring, compilation releases (2010–2016)

ჯეიმზ კინენი ჯგუფში მოსვლამდე უკვე დიდი პოპულარულობით სარგებლობდა. A Perfect Circle-მა პროგრესულ მეტალში დიდი წვლილი ითამაშა. მისი სიმღერები შეიცავს ორიგინალურ, ფილოსოფიურ ლირიკას.

A Perfect Circle-ს აქვს დაწერილი რამდენიმე საუნდტრეკი. მათ შორის არის მუსიკა ფილმებისათვის Resident Evil: Afterlife (სიმღერა The Outsider) და Constanse (სიმღერა Passive). ასევე ჯგუფს ეკუთვნის მრავალი ცნობილი სიმღერა, როგორიცაა : Judith, Pet,Blue, Weak and Powerless, 3 Libras, Orestes, The Hollow და მრავალი სხვა.

შემადგენლობა

ამჟამინდელი წევრები
  • მეინარდ ჯეიმზ კინენი – ვოკალი (1999–დღემდე)
  • ბილი ჰაუერდელი – წამყვანი, რითმული გიტარები, ვოკალი (1999–დღემდე)
  • ჯეიმზ აიჰა – რითმული გიტარები, კლავიშებიანი საკრავები (2003–2004, 2010–დღემდე)
  • მეტ მაკ-ჯენკინსი – ბასი (2010–დღემდე)
  • ჯოშ ფრიზი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია (1999–დღემდე)
ყოფილი წევრები
  • ტიმ ალექსანდრი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია (1999)
  • ტროი ვან ლიუენი – რითმული გიტარები (1999–2002)
  • ჯორდი უაიტი – ბასი (2003–2004)
  • პეზ ლენშანტინი – ბასი, სიმებიანი ინსტრუმენტები, დამატებითი ვოკალი (1999–2002, 2004)
  • დენი ლონერი – რითმული გიტარები, ბასი, ხმის ინჟინერი (1999–2004)

რესურსები ინტერნეტში