Attack!! — შვედი სოლო-შემსრულებელ ინგვი მალმსტინის მეთოთხმეტე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 2002 წელს ლეიბლზე Epic Records. იგი წარმოადგენს მალმსტინის პირველ ალბომს ჩაწერილს მომღერალ დუგი უაიტთან ერთად. ჩაწერაში ასევე მონაწილეობდა ცნობილი კლავიშებიან საკრავებზე შემსრულებელი დერეკ შერინიანი (ელის კუპერი, Dream Theater, Planet X).
ზოგიერთი შეფასებით, ალბომი უფრო ეგოცენტრულია, მალმსტინის შოუა, საერთო ჯამში კი მოსაწყენია.[2] მიუხედავად ამ ტიპის შეფასებების არსებობისა, ალბომში არის კომპოზიციები, რომლებიც მუსიკალური და საშემსრულებლო დონით ამტკიცებენ მალმსტინის ერთგულებას საკუთარი ხელწერისადმი, კლასიკური ელემენტებისადმი: ინსტრუმენტური Air (ბახის თემაზე აგებული), Baroque & Roll და Majestic Blue, აგრეთვე, მელოდიურობით გამორჩეული კომპოზიციები Stronghold და Touch the Sky, რომლებშიც იკვეთება დერეკ შერინიანის დახვეწილი მუსიკალური გემოვნება და საშემსრულებლო ტექნიკა.[3]
სიმღერების სია
ყველა სიმღერის ავტორი — ინგვი მალმსტინი, გარდა მითითებულისა.