"Black Dog" — ინგლისური როკ-ჯგუფ ლედ ზეპელინის სიმღერა, პირველი მის ალბომზე Led Zeppelin IV. გამოვიდა სინგლის სახით აშშ-ში და ავსტრალიაში, b-მხარით "Misty Mountain Hop". Billboard Hot 100-ში მან #15 პოზიციამდე, ხოლო ავსტრალიაში - #10-მდე მიაღწია.
2004 წელს Rolling Stone-ის „ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერის“ სიაში „Black Dog“-მა #294 ადგილი დაიკავა.[5] იგივე სიაში, თუმცა უკვე 2010 წელს, სიმღერას #300 ადგილი მიენიჭა.[6] მუსიკალური სოციოლოგი დინა უაინსტაინი "Black Dog"-ს უწოდებს ლედ ზეპელინის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სიმღერას.[7]
სახელწოდება
სიმღერის სახელწოდება ეხება უსახელო, შავ ლაბრადორ რეტრივერს, რომელიც სტუდია Headley Grange-თან დახეტიალობდა ჩაწერის დრო.[8][9] ძაღლი, მიუხედავად დიდი ასაკისა, სექსუალურად კვლავ აქტიური იყო, ისევე, როგორც სიმღერის მთავარი პერსონაჟი, რომელიც გამოხატავს გრძნობებს საყვარელი ქალისადმი. რობერტ პლანტი1972 წლის ჩრდილო ამერიკული ტურნეს დროს მაყურებელს უამბობდა:
„მოდით, გიამბობთ ამ საბრალო ბებრი ძაღლის შესახებ, ადრე რეტრივერი რომ იყო და როდესაც დაბერდა, დარჩა მხოლოდ ბებერი ქალბატონი, რომელიც სტუდიიდან მილების მოშორებით ცხოვრობდა. ამ ქალის სანახავად საკმაოდ ხშირად დადიოდა, მერე კი მიატოვა და ა.შ., ამიტომ ვერ უბრუნდებოდა. ჩვენ კი შინ მიგვყავდა.[10]“
ტექსტი "Eyes that shine burning red" (წითლად ანათებს თვალები) აგრეთვე უკავშირდება შავი ძაღლის ლეგენდას.
↑Schuman, Michael A. (2009). Led Zeppelin: Legendary Rock Band. Enslow Publishers. ISBN978-0-7660-3026-8. „The fourth album also has its share of hard rock tracks. Three that received a lot of radio airplay are "Black Dog," "Misty Mountain Hop," and the appropriately named "Rock and Roll."“