Black Sabbath — პირველი ინგლისური მძიმე-მეტალ ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ბირმინგემში, 1968 წელს. მისი ამჟამინდელი წევრები არიან ოზი ოსბორნი (ვოკალი), ტონი აიომი (გიტარა) და გიზერ ბატლერი (ბას გიტარა). წლების განმავლობაში ჯგუფის შემადგენლობის ცვლილებებს ჰქონდა ადგილი. თავდაპირველად Black Sabbath არსებობდა ჯგუფის „Earth“ სახით, რომელიც ბლუზ-როკს უკრავდა. მაგრამ დროთა განმავლობაში კოლექტივის ტექსტებს ოკულტური ტექსტების გავლენა დაეტყო, ხოლო გიტარებმა შესამჩნევი უხეში ჟღერადობა შეიძინეს. Black Sabbath-ად გარდაქმნილი შემადგენლობა 1970-იან წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. დღეისათვის იგი ითვლება მძიმე მეტალის ერთ-ერთ დამაარსებლად.
1979 წლიდან ოზი ოსბორნი წასული იყო Black Sabbath-ის შემადგენლობიდან. იგი შეცვალა რონი ჯეიმზ დიომ, ჯგუფ „რეინბოუს“ ვოკალისტმა. წლების განმავლობაში მთავარ ვოკალებს ასევე ასრულებდნენ იენ გილანი, გლენ ჰიუზი და ტონი მარტინი. 1997 წელს კვლავ შეიკრიბა ორიგინალური შემადგენლობა (ოსბორნთან ერთად) და ტურნეს შემდეგ გამოსცა საკონცერტო ალბომი Reunion, ხოლო მასში შეტანილი „Iron Man“, რომელიც პირველად ალბომზე Paranoid გამოჩნდა, გახდა „გრემის“ მფლობელი.
უკანასკნელ პერიოდში, დიოს გარდაცვალებამდე, ჯგუფის წევრები ბატლერი და დიო დაკავებულები იყვნენ პროექტით Heaven & Hell. 2011 წლის 11 ნოემბერს, ჰოლივუდში, კლუბში Whisky a Go Go შედგა ჯგუფის ორიგინალურ წევრთა პრეს-კონფერენცია. Black Sabbath-მა გააჟღერა ოფიციალური ინფორმაცია გაერთიანების შესახებ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტონი აიომი მკურნალობდა ლიმფომას, ხოლო ბილ უორდმა (დასარტყმელი საკრავები) უარი თქვა ტურნეში მონაწილეობაზე არახელსაყრელი კონტრაქტის გამო. Black Sabbath-ის მე-19 სტუდიური ალბომი 13, ჩაწერილი სამი წევრის მიერ, გამოვიდა 2013 წლის ივნისში.
დისკოგრაფია
- სტუდიური ალბომები
შემადგენლობა
- ორიგინალური წევრები
- ტონი აიომი – გიტარები (1968–2006, 2011–2017)
- ბილ უორდი – დასარტყმელი საკრავები (1968–1980, 1983, 1984, 1994, 1997–1998, 1998–2006, 2011–2012)
- გიზერ ბატლერი – ბასი (1968–1979, 1980–1984, 1987, 1990–1994, 1997–2006, 2011–2017)
- ოზი ოსბორნი – ვოკალი, ჰარმონიკა (1968–1977, 1978–1979, 1997–2006, 2011–2017)
- საკონცერტო პერსონალი
- ადამ უეიკმენი – კლავიშებიანი საკრავები, დამატებითი გიტარები (2004–2006, 2012–2017)
- ტომი კლაფეტოსი – დასარტყმელი საკრავები (2012–2017)
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| | | სტუდიური ალბომები | |
---|
| EP | |
---|
| საკონცერტო ალბომები | |
---|
| კომპილაციები |
- We Sold Our Soul for Rock 'n' Roll
- The Collection
- The Sabbath Stones
- Symptom of the Universe: The Original Black Sabbath 1970–1978
- Black Box: The Complete Original Black Sabbath (1970–1978)
- Greatest Hits 1970–1978
- The Dio Years
- The Rules of Hell
- Greatest Hits (2009)
- Iron Man: The Best of Black Sabbath
- The Ultimate Collection
|
---|
| სინგლები |
- „Evil Woman“
- „The Wizard“
- „Paranoid“
- „Iron Man“
- „Children of the Grave“
- „Sabbath Bloody Sabbath“
- „Am I Going Insane (Radio)“
- „Neon Knights“
- „Trashed“
- „Psycho Man“
- „God Is Dead?“
- „End of the Beginning“
|
---|
| სხვა სიმღერები |
- „Black Sabbath“
- „N.I.B.“
- „War Pigs“
- „Planet Caravan“
- „Hand of Doom“
- „Fairies Wear Boots“
- „Sweet Leaf“
- „After Forever“
- „Into the Void“
- „Changes“
- „Supernaut“
- „Hole in the Sky“
- „Symptom of the Universe“
- „Children of the Sea“
- „Heaven and Hell“
|
---|
| ვიდეო |
- Never Say Die
- Black and Blue
- The Black Sabbath Story, Vol. 1
- The Black Sabbath Story, Vol. 2
- Cross Purposes Live
- The Last Supper
- Inside Black Sabbath - 1970–1992
- Black Sabbath's Paranoid
- Rock Review
- Hangin' with Heaven and Hell
- Live... Gathered in Their Masses
|
---|
| ტურნეები |
- Sabotage Tour
- Technical Ecstasy Tour
- Never Say Die! Tour
- Heaven & Hell Tour
- Mob Rules Tour
- Born Again Tour 1983
- Ozzfest-ის ტურნეები (1997
- 1999
- 2001
- 2004
- 2005)
- Black Sabbath Reunion Tour
- The End Tour
|
---|
| დაკავშირებული |
სტატიები | |
---|
| პიროვნებები |
- დონ ერდენი
- მარტინ ბირჩი
- დევიდ დონატო
- ჯეფ ფენჰოლტი
- ლოურენს კოტლი
- რონ ჰელფორდი
- ბრედ უილკი
|
---|
| ჯგუფები | |
---|
| მიძღვნები |
- In These Black Days
- Nativity in Black
|
---|
|
---|
|
|
---|
| შემსრულებლები |
- Black Sabbath (გიზერ ბატლერი, ტონი აიომი, ოზი ოსბორნი, ბილ უორდი)
- Blondie (კლემ ბერკი, ჯიმი დესტრი, ნაიჯელ ჰარისონი, დები ჰარი, ფრენკ ინფანტი, კრის სტაინი, გერი ვალენტაინი)
- მაილზ დეივისი
- Lynyrd Skynyrd (ბობ ბერნსი, ალეკ კოლინზი, სტივ გეინზი, ედ კინგი, ბილი პაუელი,
არტიმუს პაილი, გერი როსინგტონი, რონი ვან ზენტი, ლეონ უილკისონი)
- სექს პისტოლზი (პოლ კუკი, სტივ ჯოუნსი, გლენ მეტლოკი, ჯონ ლაიდონი, სიდ ვიშეზი)
|
---|
| ცხოვრებისეული მიღწევებისთვის |
- ჰერბ ალპერტი და ჯერი მოსი
|
---|
|