Carnival Elation



Carnival Elation — კომპანია Carnival Cruise Lines-ის კუთვნილი Fantasy class-ის საკრუიზო გემი. ამჟამად ის მთელი წლის განმავლობაში ასრულებს ოთხ და ხუთდღიან კრუიზებს ლუიზიანის ქალაქ ახალი ორლეანიდან დასავლეთ კარიბების მიმართუელბით (მათ შორის იუკატანის ქალაქი პროგრესო და კოსუმელი, მექსიკა). 2011 წლის 5 ნოემბერს, Elation-მა დატოვა ალაბამის ქალაქ მობილის მშობლიური პორტი და ჩაანაცვლა Carnival Ecstasy, რომელიც თავის მხრივ ფლორიდის ქალაქ პორტ-კანავერალში გადავიდა.[1] Elation-ის გადაყვანით კარნივალმა მობილში ოპერირება შეწყვიტა.
Elation-ი პირველი გემი იყო, რომელიც აღიჭურვა Azipod-ის სისტემის ძრავით,[2] რამაც იგი უკეთ მანივრირებადი გახადა ვიდრე სხვა დობილი გემები.
Elation-ს ნაწილობრივი სამოდერნიზაციო სამუშაოაები ჩაუტარდა, მაგრამ არა ისე სრული, როგორც კარნივალის პროგრამა „Evolutions of Fun“-ის ფარგლებში ხდება. დამონტაჟდა მხოლოდ ზრდასრულებისთვის განკუთვნილი წყნარი არეალები, თუმცა არ დამატებულა საწყლოსნო პარკი. ასევე არ დამონტაჟებულა აივნები.
იმის გამო, რომ Elation-ს „Evolutions of Fun“ სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ ჩატარებია, 2014 წელს მას ჩაუტარდება „Fun Ship 2.0“-ის აღდგენითი სამუშაოები. იგივე განახლება მის დობილ გემ Carnival Paradise-ს 2015 წელს შეეხება.[3][4]
აგებულია 1998 წელს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში

სქოლიო
- ↑ Carnival Confirms Short Cruise Program for Ecstasy out of Port Canaveral - Cruise Industry News | Cruise News. Cruise Industry News. ციტირების თარიღი: 2013-02-15.
- ↑ Elation - Cruise Liner. Ship Technology (2011-06-15). ციტირების თარიღი: 2013-02-15.
- ↑ Carnival Announces "Fun Ship 2.0" Upgrades. Cruisemates.com (2011-10-03). ციტირების თარიღი: 2013-02-15.
- ↑ October 4, 2011. (2011-10-04) Carnival Cruise Line's 'Fun Ship 2.0' Upgrade Schedule. Cruise Radio. ციტირების თარიღი: 2013-02-15.