Telstar-ის კონსოლები იყიდებოდა ნაწილობრივ დაშლილ მდგომარეობაში. მომხმარებელს დამოუკიდებლად უნდა დაემონტაჟებინა დეკორატიული პანელი და კონტროლერი კონსოლის კორპუსზე. ამ ნაბიჯით, კომპანია ცდილობდა სისტემის აწყობის დანახარჯების შემცირებას.
საერთო ჯამში გამოვიდა კონსოლის 14 მოდიფიკაცია, მათგან 11 დაფუძნებული იყო General Instrument-ის AY-3-8500 ჩიპზე. საერთო ჯამში, პირველი მოდელის, Coleco Telstar-ის გაყიდებმა 1 მილიონი ეგზემპლარი შეადგინა.[1] გამოსვლიდან ორი წლის შემდეგ, 1978 წელს Coleco Telstar-ის სერიის კონსოლების წარმოება შეწყდა. 1982 წელს კომპანია Coleco-მ გამოუშვა თავისი მომდევნო სისტემა ColecoVision, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობდა არკადული სისტემის მსგავს მძლავრ გრაფიკასა და შესაძლებლობებს, აგრეთვე ტექნიკური მახასიათებლების გაუმჯობესების შესაძლებლობას.
↑Herman, Leonard (1997). Phoenix: the fall & rise of videogames, 2nd, Union, NJ: Rolenta Press, გვ. 20. ISBN0-9643848-2-5. ციტირების თარიღი: 16 February 2012. „Like Pong, Telstar could only play video tennis but it retailed at an inexpensive $50 that made it attractive to most families that were on a budget. Coleco managed to sell over a million units that year.“
↑ 3.03.13.23.33.4Kaplan, Deeny, ed. (Winter 1978). „The Video Games“. Video (Buyer's Guide). Reese Communications. 1 (1): 17–30. ISSN0147-8907. დახრილი (კურსივი) ან მუქი ტექსტი არ არის დაშვებული |journal=-ში (დახმარება)
↑ 4.04.14.24.34.4Kaplan, Deeny, ed. (Winter 1979). „Video Games“. Video (Buyer's Guide). Reese Communications. 2 (1): 33–42. ISSN0147-8907. დახრილი (კურსივი) ან მუქი ტექსტი არ არის დაშვებული |journal=-ში (დახმარება)