სიმღერა ასევე გამოიცა ინგლისურენოვანი სინგლის, „The Telephone Call“ სახით, 1987 წელს. ორი კვირის მანძილზე იგი საცეკვაო მუსიკის ჩარტის #1 პოზიციაზე იმყოფებოდა. ბრიტანეთში მისი მაქსიმალური ადგილი ჩარტში #89 იყო. ეს არის ჯგუფის ერთადერთი სიმღერა, რომელშიც კარლ ბარტოსის ვოკალი ჟღერს.