Golden Slumbers — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა ალბომიდან Abbey Road. სიმღერა წარმოადგენს პოპურის Golden Slumbers / Carry That Weight / The End პირველ ნაწილს.
წარმოშობა
„Golden Slumbers“ წარმოადგენს დრამატურგ თომას დეკერის ლექსზე „Cradle Song“ (ინგლ.„იავნანა“) შექმნილ კომპოზიციას, რომელიც გვხვდება მის 1603 წლის კომედიაში „Patient Grissel“. მაკ-კარტნიმ ამ სიმღერის ნოტები ნახა მამამისის სახლში ფორტეპიანოზე, რომელიც იქ დატოვა პოლის დამ რუთ მაკ-კარტნიმ. ვინაიდან ის ვერ წაიკითხა, გადაწყვიტა თავად დაეწერა. ტექსტმა განიცადა მცირედი ცვლილება, თუმცა თომას დეკერი არ იქნა მოხსენიებული ალბომ Abbey Road-ის სიმღერების ტექსტების ავტორთა შორის.
ტექსტი
თომას დეკერის ორიგინალური ტექსტი (1603)
Golden slumbers kiss your eyes,
Smiles awake you when you rise;
Sleep, pretty wantons, do not cry,
And I will sing a lullaby,
Rock them, rock them, lullaby.
Care is heavy, therefore sleep you,
You are care, and care must keep you;
Sleep, pretty wantons, do not cry,
And I will sing a lullaby,
Rock them, rock them, lullaby.
ჩაწერა
სიმღერაში წამყვანი ვოკალისტია პოლ მაკ-კარტნი. სიმღერა იწყება ფორტეპიანოს პარტიით მსუბუქ ტონალობაში - იქმნება იავნანას შთაბეჭდილება. შემდეგ შემოდის ვოკალი და ბას-გიტარა, რომელსაც ფონად მოჰყვება სიმებიანი საკრავები. შემდეგ, როდესაც შემოდის დასარტყმელი საკრავები, მაკ-კარტნის ვოკალი გადადის მაღალ და ემოციურ ტონალობაში. პოლმა დიდი ყურადღება მიაპყრო ამ სიმღერაში ვოკალურ პარტიას, რითაც ის საბოლოოდ კმაყოფილი დარჩა.