სემიუელ ფრედერიკ გრეი

სემიუელ ფრედერიკ გრეი
დაბ. თარიღი 10 დეკემბერი, 1766(1766-12-10)
დაბ. ადგილი ლონდონი
გარდ. თარიღი 12 აპრილი, 1828(1828-04-12) (61 წლის)
გარდ. ადგილი ჩელსი
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ბოტანიკოსი, ფარმაკოლოგი, ზოოლოგი, მიკოლოგი და ფარმაცევტი
შვილ(ებ)ი ჯონ ედვარდ გრეი და ჯორჯ რობერტ გრეი

სემიუელ ფრედერიკ გრეი (ინგლ. Samuel Frederick Gray; დ. 10 დეკემბერი, 1766, ლონდონი — გ 12 აპრილი, 1828, იქვე) — ბრიტანელი ქიმიკოსი, ფარმაკოლოგი, ბოტანიკოსი და მიკოლოგი. ზოოლოგების, ჯონ ედვარდ გრეისა და ჯორჯ რობერტ გრეის მამა.

გრეიმ დატოვა უამრავი ნაშრომი ბოტანიკასა და ფარმაკოლოგიაში (ზოგიერთი ჯონ ედვარდთან თანაავტორობით), კერძოდ, „A natural arrangement of British plants“ (1821) — ერთ-ერთი პირველი ინგლისურენოვანი ნაშრომი, დაფუძნებული ჟიუსიეს კლასიფიკაციაზე.

მისი სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა Gray.[1]

ბიბლიოგრაფია

ლიტერატურა

  • Janet Brown. Oxford Dictionary of National Biography. London. 

სქოლიო

  1. Gray. International Plant Names Index. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2021.