Lady Gaga and the Muppets Holiday Spectacular (ქართ.ლედი გაგას და მაპეტების სადღესასწაულო სანახაობა) — მადლიერების დღის აღსანიშნავი სპეციალური შოუ ამერიკელ პოპ მომღერალ ლედი გაგასთან და თოჯინებ მაპეტებთან ერთად, 90-წუთიანი გადაცემა ტელეკომპანია ABC-ს ეთერში გავიდა 2013 წლის 28 ნოემბერს. შოუში მონაწილეობა ასევე მიიღეს ელტონ ჯონმა, ჯოზეფ გორდონ-ლევიტმა, კრისტენ ბელმა და რუპოლმა.[1] 2011 წლის ფოუს — A Very Gaga Thanksgiving შემდგომ ეს იყოს გაგას რიგით მეორე მადლიერების დღის აღსანიშნავი სპეციალური შოუ.
შოუში გაგამ შეასრულა სიმღერები მესამე სტუდიური ალბომიდან — ARTPOP და დუეტები მოწვეულ სტუმრებთან ერთად, მათ შორის ორი დუეტი ელტონ ჯონთან ერთად. შოუმ კრიკიტოსების მხრიდან შერეული შეფასებები დაიმსახურა, განსაკუთრებით კი გააკრიტიკეს გაგას პრეზერვატივის ფორმის კოსტუმი. გადაცემას პირდაპირ ეთერში თვალს ადევნებდა 3,62 მილიონზე მეტი მაყურებელი.[2]