Les Concerts en Chine

Les Concerts en Chine
საკონცერტო ალბომი
გამოცემის თარიღი 5 მაისი, 1982[1]
ჩაიწერა ოქტომბერი, 1981
ჟანრი ელექტრონული მუსიკა, ემბიენტი, მსოფლიო მუსიკა
ხანგრძლივობა 78:59
ლეიბლი Disques Dreyfus
პროდიუსერი ჟან-მიშელ ჟარი
ჟან-მიშელ ჟარი — ქრონოლოგია
Les Chants Magnétiques
(1981)
Les Concerts en Chine
(1982)
Musique pour Supermarché
(1983)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic4/5 stars [2]

Les Concerts en Chine — ფრანგი ელექტრონული მუსიკოს ჟან-მიშელ ჟარის 1982 წლის საკონცერტო ალბომი. იგი ჩაწერილი იქნა 1981 წლის შემოდგომაზე, ჩინეთში ჩატარებული ორი კონცერტის მსვლელობისას. ეს იყო დასავლელი თანამედროვე მუსიკოსის მიერ ჩინეთში ჩატარებული პირველი დიდი კონცერტი (კულტურული რევოლუციის შემდეგ).

ინფორმაცია

ალბომში შეტანილია როგორც ჟარის ცნობილი კომპოზიციები, ასევე ჩინურ მოტივებზე აგებული ნომრები. აქ არის როგორც საკონცერტო, ასევე სტუდიური ჩანაწერები და ემბიენტური ჟანრის ტიხრები. ახალ კომპოზიციებს შორის არის Night in Shanghai, Laser Harp, Arpegiator, Orient Express და Souvenir of China. Fishing Junks at Sunset არის ტრადიციული ჩინური მელოდიის ახალი არანჟირება, რომელიც სრულდება პეკინის კონსერვატორიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

ალბომი გამოვიდა ორმაგი გრამფირფიტის, შემდეგ კი - ორმაგი კომპაქტ დისკის სახით. კომპაქტ დისკის ერთ-ერთ გამოცემაში თითოეული დისკის ყდა წარმოდგენილი იყო ლურჯ და წითელ ფერებში (დისკი 1 და დისკი 2). 1997 წელს გამოიცა ერთდისკიანი ვერსია, 80 წუთიანი ხანგრძლივობით, რომელზეც Fishing Junks at Sunset-ის ორივე ნაწილი იყო გაერთიანებული და შემოკლებული.

Arpegiator გამოყენებული იქნა ფილმის 9 1/2 კვირა მუსიკალურ გაფორმებაშ. The Overture სინამდვილეში არის „Les Chants Magnétiques“-ის პირველი ნაწილი განსხვავებული, ნელი ტემპით შესრულებული ვერსია. ფირფიტის დაკვრისას, მაღალ სიჩქარეზე შეიმჩნეოდა ამ და სტუდიური ვერსიის იდენტურობა.

სიმღერების სია

პირველი გამოცემა (1982)

მხარე 1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„L'Ouverture“ (The Overture)4:47
2.„Arpégiateur“ (Arpegiator)6:54
3.„Equinoxe 4“7:49
მხარე 2
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Jonques de pêcheurs au crépuscule“ (Fishing Junks at Sunset)9:38
2.„L'Orchestre sous la pluie“ (Band in the Rain)1:29
3.„Equinoxe 7“9:54
მხარე 3
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Orient Express“4:22
2.„Les Chants Magnétiques 1“ (Magnetic Fields 1)0:21
3.„Les Chants Magnétiques 3“ (Magnetic Fields 3)3:48
4.„Les Chants Magnétiques 4“ (Magnetic Fields 4)6:49
5.„Harpe Laser“ (Laser Harp)3:35
მხარე 4
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Nuit à Shanghai“ (Night in Shanghai)7:02
2.„La dernière rumba“ (The Last Rhumba)2:07
3.„Les Chants Magnétiques 2“ (Magnetic Fields 2)6:30
4.„Souvenir de Chine“ (Souvenir of China)3:54
საერთო ხანგრძლივობა:1:18:59

მეორე გამოცემა (1997 წლის რემასტერი)

მუსიკალური ნაწყვეტები:
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„The Overture“4:47
2.„Arpegiator“6:51
3.„Equinoxe 4“7:39
4.„Fishing Junks at Sunset“9:35
5.„Band in the Rain“1:23
6.„Equinoxe 7“9:52
7.„Orient Express“4:21
8.„Magnetic Fields 1“0:28
9.„Magnetic Fields 3“3:48
10.„Magnetic Fields 4“6:43
11.„Laser Harp“3:26
12.„Night in Shanghai“7:02
13.„The Last Rhumba“2:03
14.„Magnetic Fields 2“6:19
15.„Souvenir of China“4:00
საერთო ხანგრძლივობა:1:18:17

პერსონალი

  • ჟან-მიშელ შარი – Fairlight CMI, Eminent, Oberheim OB-Xa, Moog Taurus, EMS Synthi AKS, EMS VCS 3, Elka Synthex, LinnDrum, Electro-Harmonix მიკრო სინთეზატორი, ლაზერული არფა, Elka X-705
  • ფრედერიკ რუსო – MDB პოლისეკვენსერი, RSF, Yamaha CS 60, Korg Rhythm, ARP 2600
  • დომინიკ პერიე – Moog Liberation, Sequential Circuits Prophet-5, Eminent, Korg Polyphonique, RSF Kobol
  • როჯერ რიზიტელი – ელექტრონული პერკუსია, Simmons-ის ელექტრონული დასარტყმელი საკრავები
  • პიერ მური - მუსიკალური ინსტრუმენტების კოორდინატორი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო