„Living in the Past“ (ინგ.: ცხოვრება წარსულში) — ბრიტანულიპროგრესული როკ-ჯგუფ ჯეთრო ტალის სიმღერა და სინგლი, გამოცემული 1969 წელს. თავდაპირველად იგი იწერებოდა ალბომისთვის Stand Up, მაგრამ გამოვიდა ცალკე სინგლად და კრებულზე Living in the Past. სიმღერაში საუბარია ხალხზე, რომელსაც მშვიდობიანი ცხოვრება სურს, ისე როგორც ეს არც თუ შორეულ წარსულში იყო (სინგლი ვიეტნამის ომის დროს გამოჩნდა).