Love Gun — ამერიკულიმძიმე როკ-ჯგუფ Kiss-ის მეექვსე სტუდიური ალბომი. გამოვიდა 1977 წლის 30 ივნისს, ლეიბლზე Casablanca Records.[4] 1997 წელს გამოვიდა მისი რემასტერი. აღსანიშნავია, რომ Love Gun ჯგუფის პირველი ალბომია, რომელშიც ეის ფრეილი ასრულებს წამყვან ვოკალს, შესაბამისად, იგი პირველი დისკია, რომელზეც ჟღერს ოთხივე წევრის ვოკალი. Love Gun, ამის გარდა, უკანასკნელი ალბომია, რომელზეც პიტერ კრისი ყველა სიმღერაში უკრავს – 1979 წლის Dynasty მას ჩაენაცვლა სესიური დრამერი ანტონ ფიგი.[5] 1977 წლის 30 ივნისს Love Gun-ს პლატინის სტატუსი მიენიჭა.