Mac OS X 10.5 (კოდური სახელწოდებაა Leopard) — Apple-ის საოპერაციო სისტემა Mac OS X-ის მეექვსე ვერსია. იგი ოფიციალურად გამოშვებულ იქნა 2007 წლის26ოქტომბერს 18 სთ-ზე (CEST). Leopard Mac OS X-ის რიგით მეხუთე მნიშვნელოვანი განახლებაა და პირველი ვერსიაა, რომელიც გაყიდვაში გამოვიდა უნივერსალური ორობითებით, რაც მას თავსებადს ხდის როგორც ინტელის პროცესორებზე დაფუძნებულთანამედროვე მაკინტოშებთან, ასევე მოძველებულ PowerPC-პროცესორიანებთან.
სიახლენი
როდესაც Apple-მა პირველად გამოაქვეყნა ცნობა Leopard-ის შესახებ, დასძინა რომ არ აღნიშნავდა ახალი სისტემის ყველა ახალ შესაძლებლობას, რათა თავიდან „იქნას აცილებული რომ მეგობრების მხრიდან ასლგადამღები მანქანების დროზე ადრე ჩართვა“ და რომ ამდენად კომპანია მხოლოდ ათ დიდ სიახლეს გახდიდა საჯაროს.
სიახლენი ფართო მომხმარებლისათვის
ახალ სამუშაო მაგიდას ამიერიდან აქვს :
ახალი ანარეკლების მქონე სამგანზომილებიანი დოკი;
რომელშიც შესაძლებელია დოკუმენტების დასტების (ინგლ.stacks) მოთავსება;
განახლებული ნახევრადგამჭვირვალე (კონფიგურირებადი) მენიუზოლი, რომელსაც დაემატა დახმარების მენიუში ძებნის ველი, რომლითაც სწრაფად შეიძლება ვწვდეთ საძებნ ბრძანებას პროგრამის მენიუში ან მხარდაჭერის შესაბამის სტატიას;
სარკმელთა ერთგვაროვანი ინტერფეისი, რომელიც პირველად iTunes-ის მე-7 ვერსიაში გამოჩნდა, შესაბამისად, გახეხილი ლითონის ტექსტურა აღარ გამოიყენება;
ვექტორული ინტერფეისი;
ახალი ფაინდერი Cover Flow-ს (ეს თვისებაც პირველად iTunes-ში გამოჩნდა) მისი საშუალებით ჩანს ტექსტური ფაილის პირველი სიტყვები, PDF-ს პირველი გვერდი და ა.შ.) მეოხებით ფაილებში ნავიგაციის საშუალებას იძლევა ;
სწრაფხედი (ინგლ.QuickLook) — ახალი თვისება, რომელიც საშუალებითაც ,ეიძლებაა ფაილის სწრაფად დათვალიერება მის გაუხსნელად. სწრაფხედი შეიძლება მრავალი ტიპის ფაილის სწრაფნახვა: სურათების, აუდიოფაილების, ვიდეოფაილების, PDF-ფაილების, ტექსტური ფაილების, Microsoft Office-ის ფაილების და ა.შ.;
სპოტლაითით (ინგლ.Spotlight) ამიერიდან შესაძლებელია ძებნა ლოგიკური ოპერატორების გამოყენებით როგორც ადგილობრივ ფაილებში ისე ადგილობრივი ქსელით დაკავშირებულ მაკებში. შესაძლებელი გახდა აგრეთვე ძებნა ჩაშენებულ ლექსიკონში და გამოთვლების ჩატარება კალკულატორის გამოუძახებლად;
დროის მანქანა (ინგლ.Time Machine) ავტომატური დამარქაფების განგრძობადი და გამჭვირვალე სამარჯვი;
სივრცეები (ინგლ.Spaces) — მრავლობითი სამუშაო მაგიდის შესაძლებლობა;
Core Animation — ანიმაციათა შექმნის ახალი სისტემა;
სისტემა მთლიანად 64-ბიტიანია — იგი ასეთი ტიპის პროგრამების გაშვების საშუალებას იძლევა და ამასთანავე 32-ბიტიან პროგრამებთან თავსებადია ემულაციის გარეშე;
მშობელთა მიერ კონტროლის შესაძლენლობათა გაუმჯობესება (მანძილზე კონტროლი, დროის მონაკვეთების განსაზღვრა, სრული ლოგფაილები და ა.შ.);
Open Group-მა Mac OS X 10.5-ს ინტელზე მიანიჭა UNIX 03-ის სერტიფიკატი 2007 წლის მაისში[7]. შეიძლება ითქვას, რომ Mac OS X არის BSD-ზე დაფუძნებული პირველი საოპერაციო სისტემა რომელმაც მიიღო UNIX-ის სერტიფიკატი.