Metanoia — ბრიტანულიპროგრესული როკ-ჯგუფ Porcupine Tree-ს შეზღუდული რაოდენით გამოცემული კრებული. თავდაპირველად იგი 1998 წელს, ორმაგ 10"გრამფირფიტაზე გამოვიდა, 1000 ასლის ოდენობით. იგი ძირითადად შედგება ალბომის Signify სესიების პერიოდში ჩაწერილი იმპროვიზაციებისგან, რომელთა ნაწილი თავად ალბომის სიმღერებში იქნა გამოყენებული. მეკობრული ვერსიების გავრცელების შესაჩერებლად ალბომი 2001 წლის დეკემბერსა და 2006 წელს კვლავ გამოიცა CD ფორმატში.
ორიგინალური CD ამჟამად არ გამოდის და იშვიათ გამოცემად ითვლება, რომელიც ონლაინ აუქციონებზე მაღალ ფასად იყიდება.[2] გარეკანზე გამოყენებული შიდა და გარე ნახატები ფრანს იანსენს ეკუთვნის. გარეკანის დიზაინის ავტორია კარლ გლოვერი. ყველა სიმღერა Porcupine Tree-ს მიერ არის დაწერილი.[3]
სიმღერების სია
CD
Mesmer I – 8:33
Mesmer II – 6:03
Mesmer III / Coma Divine – 13:18
Door to the River – 4:25
Metanoia I / Intermediate Jesus – 14:32
Insignificance – 4:55
Metanoia II – 11:03
Milan – 2:25
გრამფირფიტა
მხარე 1
Mesmer I - 8:33
Mesmer II - 6:07
მხარე 2
Mesmer III/Coma Divine - 13:18
მხარე 3
Metanoia I/Intermediate Jesus - 14:32
მხარე 4
Metanoia II - 11:03
Milan - 2:30
ინფორმაცია სიმღერების შესახებ
კომპოზიცია Coma Divine ჩაწერილია კემბრიჯში, 1995 წლის 13 ივლისს.
Intermediate Jesus და Insignificance ჩაწერილია 1996 წლის 4 მარტს. მათში არ უკრავს რიჩარდ ბარბიერი.