MycoBank
MycoBank | |
---|---|
![]() ოფიციალური ლოგო | |
საიტი | mycobank.org |
საიტის ტიპი | ონლაინ-მონაცემთა ბაზა |
რეგისტრაცია | კი |
ხელმისაწვდომი ენა | ინგლისური |
მფლობელი | ვესტერდეიკის ინსტიტუტი |
ამჟამინდელი სტატუსი | აქტიური |
MycoBank — ონლაინ-მონაცემთა ბაზა, რომლის მიზანია სოკოების მიკოლოგიური ნომენკლატურის შესახებ ცნობების, აგრეთვე მასთან დაკავშირებული მონაცემების შენახვა და რეგისტრაცია, მაგალითად, ახალი ტაქსონების აღწერები და ილუსტრაციები. პროექტს მართავს ვესტერდეიკის ინსტიტუტი, რომელიც მდებარეობს უტრეხტში, ნიდერლანდებში.[1]
ახალი ტაქსონის სახელწოდების რეგისტრაციისას, ექსპერტები, ნომენკლაუტურული შეცდომების თავის არიდების გზით, მას ამოწმებენ ბოტანიკური ნომენკლატურის საერთაშორისო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, ამავდროულად, ავტორების მიერ შემოთავაზებული ყველა ცნობა ოფიციალურ გამოქვეყნებამდე კონფიდენციალურია.
Mycobank-ის ბაზა ინფორმაციას იძლევა სოკოების ტაქსონების აქამდე გამოქვეყნებული ყველა სახელწოდების შესახებ, რანგით სამეფოდან სახეობამდე და უფრო ქვემოთ.
MycoBank სოკოების ნომენკლატურის კომიტეტის მიერ Index Fungorum-თან და Fungal Names-თან ერთად ნომენკლატურულ რეპოზიტორად არის აღიარებული.[2]
ლიტერატურა
- Crous, P.W.; Gams, W.; Stalpers, J.A.; Robert, V.; Stegehuis, G., MycoBank: an online initiative to launch mycology into the 21st century(ინგლისური), 2004, ტ. 50, გვ. 19—22, ISSN 0166-0616, დაარქივებულია ორიგინალიდან (21 ივლისი, 2013)
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ Hawksworth, D. L. (2005). „Universal fungus register offers pattern for zoology“. Nature. 438 (7064): 24. Bibcode:2005Natur.438Q..24H. doi:10.1038/438024b. PMID 16267528.
- ↑ Redhead, Scott A.; Norvell, Lorelei L. (2013). „MycoBank, Index Fungorum, and Fungal Names recommended as official nomenclatural repositories for 2013“. IMA Fungus. 3 (2): 44–45. doi:10.1007/BF03449512.