Nokia Lumia 720
Nokia Lumia 720 | |
---|---|
![]() | |
მწარმოებელი | Nokia |
საოპერაციო სისტემა | Windows Phone 8 |
კორპუსის ტიპი | მონოლითური |
მასა | 128 გრ. |
ზომა | 67.5x127.9x9 მმ |
ფოტოკამერა | 6.7 მეგაპიქსელი Carl Zeiss-ის ლინზით, ავტოფოკუსი, HD ვიდეო (720p) |
მეორე კამერა | 1.3 მეგაპიქსელიანი ვიდეო ზარისთვის, HD ვიდეო (720p) |
ინტერფეისები |
Windows Phone 8 FOTA განახლება |
ბატარეა | BP-4GW 2000 მ-ამპ 3.7V |
მეხსიერება | 8 გიგაბაიტი შიდა და 512 მეგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, SkyDrive 7 გიგაბაიტი |
დაკავშირება |
ინტეგრირებული WLAN ბლუთუზი 3.0 ვერსია მიკრო USB 2.0 3.5 მმ-იანი კაბელი ყურსასმენებისათვის GPS და A-GPS NFC (NFC sharing, NFC pairing, NFC tagging) Micro SIM |
Nokia Lumia 720 — სმარტფონი, რომელიც შემუშავებულია კომპანია Nokia-ს მიერ. მუშაობს საოპერაციო სისტემა Windows Phone 8-ზე. აპარატი ანონსირებული იყო ქალაქ ბარსელონაში, 2013 წლის 25 თებერვალს. სმარტფონი აღჭურვილია 1 გიგაჰერციანი ორბირთვიანი პროცესორითა და 4,3 დუიმიანი ეკრანით, რომელიც შესრულებულია IPS ClearBlack-ის ტექნოლოგიით. ეკრანისთვის დამახასიათებელია მაღალი მგრძნობიარობა, რის ხარჯზეც შესაძლებელია მისი მართვა ხელთათმანებში. ეკრანი დაფარულია დამცავი მინით Gorilla Glass 2-ით. ტელეფონს აქვს Qi-ის სტანდარტის ინდუქციური დამუხტვის მხარდაჭერა. აქვს 6,7 მეგაპიქსელიანი ფოტოკამერა Carl Zeiss-ის ლინზით და 8 გიგაბაიტიანი მეხსიერება, რომლის გაზრდა შესაძლებელია 64 გიგაბაიტიანი microSD ტიპის ბარათით. გააჩნია პოლიკარბონატიანი მონოლითური კორპუსი. აქვს აგრეთვე ფრონტალური კამერა. წონა 128 გ.
რესურსები ინტერნეტში
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Nokia Lumia 720“ ვიკისაწყობში.
- Nokia Lumia 720 (ინგლისური)
|