One by One — ამერიკული როკ-ჯგუფFoo Fighters-ის მეოთხე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 22 წლის 22 ოქტომბერს, ლეიბლზე RCA.
ეს არის ჯგუფის პირველი ალბომი, ჩაწერილი გიტარისტ კრის შიფლეტის მონაწილეობით. თუმცა, ჩაწერას სირთულეები ახლდა. პირველი ხმისჩამწერი სესიები წარუმატებელი იყო და ჯგუფის წევრებს შორის დაძაბულობა წარმოიშვა. გადაწყდა ალბომის გადაკეთება, რაც დაიწყეს ლიდერ დევიდ გროლის სტუდიაში, ალექსანდრიაში (ვირჯინია). ალბომის სიმღერები, რომელთა შორის არის წარმატებული სინგლები „All My Life“ და „Times Like These“, აღსანიშნავია პირადი ხასიათის ტექსტებით და წინა დისკთან შედარებით უფრო მძიმე და აგრესიული ჟღერადობით. თავად გროლი ამბობდა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს ჯგუფის საკონცერტო გამოსვლების ენერგიის სტუდიაში გადასატანად.
ალბომი კომერციულად წარმატებული იყო. მან ავსტრალიის, ირლანდიის და გაერთიანებული სამეფოს ჩარტებში პირველი პოზიცია დაიკავა, ხოლო აშშ-ში მილიონზე მეტი ასლის ოდენობით გაიყიდა. კრიტიკოსებმა One by One დადებითად მიიღეს. მას 2004 წელს ერგო გრემის ჯილდო წლის საუკეთესო როკ-ალბომისთვის. თუმცა, ბევრი თვლიდა, რომ ეს ნამუშევარი წინა ალბომებთან შედარებით სუსტი იყო და შემდგომში იგი თავად მუსიკოსებსაც არ მოსწონდათ.
სიმღერების სია
ორიგინალური გამოცემა
ყველა სიმღერის ავტორი — დეივ გროლი, ტეილორ ჰოუკინზი, ნეიტ მენდელი და კრის შიფლეტი, გარდა მითითებულის[12][13].
#
სახელწოდება
ხანგრძლივობა
1.
„All My Life“
4:23
2.
„Low“
4:28
3.
„Have It All“
4:58
4.
„Times Like These“
4:26
5.
„Disenchanted Lullaby“
4:33
6.
„Tired of You“
5:12
7.
„Halo“
5:06
8.
„Lonely as You“
4:37
9.
„Overdrive“
4:30
10.
„Burn Away“
4:59
11.
„Come Back“
7:49
საერთო ხანგრძლივობა:
55:11
დამატებითი დისკი
#
სახელწოდება
ხანგრძლივობა
1.
„Walking a Line“
3:56
2.
„Sister Europe“ (The Psychedelic Furs-ის სიმღერა)
5:10
3.
„Danny Says“ (Ramones-ის სიმღერა)
2:58
4.
„Life of Illusion“ (ჯო უოლშის სიმღერა)
3:40
5.
„For All the Cows“ (საკონცერტო, ამსტერდამი, 29 თებერვალი, 2000)
3:31
6.
„Monkey Wrench“ (საკონცერტო, მელბურნი, 1 თებერვალი, 2000)
4:01
7.
„Next Year“ (საკონცერტო, მელბურნი, 1 თებერვალი, 2000, ჩინურ და ბრიტანულ გამოცემაში)
4:12
სპეციალური ნორვეგიული გამოცემის დამატებითი დისკი
#
სახელწოდება
ხანგრძლივობა
1.
„Snoof“ (საკონცერტო)
4:24
2.
„Times Like These“ (საკონცერტო)
4:35
3.
„Low“ (საკონცერტო)
4:35
4.
„Aurora“ (საკონცერტო)
9:08
5.
„Monkey Wrench“ (საკონცერტო)
8:21
სპეციალური გამოცემის დამატებითი DVD
თავდაპირველად ალბომი აგრეთვე გამოიცა დამატებით DVD-სთან ერთად, რომელშიც შეტანილია:[14]
„All My Life“ - ვიდეო / 5.1 აუდიო/სტერეო ვერსიები
„Walking a Line“ - აუდიო / 5.1 აუდიო/სტერეო ვერსიები