S&M შეიცავს მეტალიკის სიმღერებს ორკესტრის თანხლებით. საორკესტრო პარტიები შექმნილია მაიკლ კემენის მიერ, რომელიც ასევე დირიჟორობდა ორკესტრს კონცერტის განმავლობაში. მძიმე მეტალისა და ეპიკური კლასიკური მიღწევების ერთმანეთთან შერწყმის იდეა, ჯეიმზის არაერთგზის მტკიცებით, კლიფ ბარტონის იდეა იყო.[10][11] ბარტონის სიყვარული კლასიკური მუსიკისადმი, განსაკუთრებით კი იოჰან სებასტიან ბახისადმი, შესაძლოა შევამჩნიოთ მრავალ ინსტრუმენტალურ ნაწილში ალბომებში Ride the Lightning და Master of Puppets.[12]. შთაგონების წყაროს წარმოადგენდა ასევე Deep Purple-ის 1969 წლის Concerto for Group and Orchestra. ფარფლებმა გაიხსენეს თავიანთი ჰიბრიდული მუსიკალური წარმოდგენა 1999 წელს ალბმში Live at the Royal Albert Hall, მას მერე რაც შეამჩნიეს, რომ მეტალიკამ წარმატებით ჩაატარა მსგავსი კონცერტი წლის პირველ მეოთხედში.
ადრინდელ სიმღერებთან ერთად Ride the Lightning-დან Reload-მდე ალბომში წარმოდგენილია ორი ახალი კომპოზიცია: No Leaf Clover და −Human, ასევე სიმფონიური ქავერი ენიო მორიკონეს სიმღერის The Ecstasy of Gold. მას მერე No Leaf Clover-ს შესავალის სარკესტრო ჩანაწერის დახმარებით კონცერტებზე ხშირად ასრულებდა მეტალიკა. −Human, წოდებული Minus Human-ად, Electronic Arts-ის თამაშის NHL 99 საუნდტრეკი გახდა. თუმცა შემდგომ კონცერტებზე აღარ შესრულებულა მეტალიკის მიერ.
კიდევ რამდენიმე სიმღერა - Wasting My Hate, The Unforgiven და Fade to Black - განიხილებოდა ასარჩევად კონცერტისთვის, მაგრამ მეტალიკამაც და კემენმაც ერთსულოვნად გადაწყვიტეს, რომ ისინი კარგად ვერ ერგებოდნენ სიმფონიურ აკომპანემენტს. დოკუმენტურ ფილმში S&M-ზე ჩანს მეტალიკისა და კემენის დისკუსია ანტი-ნოუვეარ ლიგისა და მეტალიკის ფავორიტი ქავერის So What ორკესტრირებაზე, თუმცა ორივე მხარე აშკარად ხუმრობდა და სიმღერის შესრულების არანაირი გეგმები არ ჰქონდათ.
ცვლილებები იქნა შეტანილი რამდენი სიმღერის ტექსტში, რომელთაგან ყველაზე უფრო აშკარაა ცვლილებები სიმღერაში The Thing That Should Not Be, სადაც ორი ტაეპი იქნა მოშორებული და მათ მაგივრად მესამე ტაეპი იქნა დამატებული.
მეტალიკამ გადაიღო ფილმი კონცერტზე და უეინ იშემის რეჟისორობით გამოსცა DVD-სა და VHS-ის ფორმატებით. VHS-ზე იყო მხოლოდ საკონცერტო ჩანაწერი, მაშინ როდესაც ორმაგ DVD-ს ჰქონდა 5.1 ხმა, 41 წუთიანი დოკუმნტური ფილმი კონცერტის შესახებ, No Leaf Clover-ის ორი მუსიკალური ვიდეო: Slice & Dice და Maestro Edit ვერსიები. DVD ასევე შეიცავს მულტიკამერულ ოთხ სიმღერას - Of Wolf and Man, Fuel, Sad but True და Enter Sandman, სადაც ყველა წევრის ინდივიდუალურად დანახვაა შესაძლებელი.
პერსონალი
მუსიკოსები
ჯეიმზ ჰეტფილდი – წამყვანი ვოკალი, რიტმულიგიტარა, წამყვანი გიტარა სიმღერებში Master of Puppets და The Outlaw Torn, ოვაციური გიტარა Nothing Else Matters-ში
↑Popoff, Martin (აგვისტო 1, 2007) The Collector's Guide to Heavy Metal: Volume 3: The Nineties. Burlington, Ontario, Canada: Collector's Guide Publishing, გვ. 278. ISBN978-1-894959-62-9.
↑მაიკლ კასტოდისი, თავი Film Music in Concert: Metallica mit Michael Kamen, Klassische Musik heute. Eine Spurensuche in der Rockmusik, Bielefeld transcript-Verlag 2009 ISBN 978-3-8376-1249-3