„Sleeping in My Car“ — შვედურიპოპ-როკ დუეტ როქსეტის სიმღერა და სინგლი. შეტანილია ალბომში Crash! Boom! Bang!. გამოსცა ლეიბლმა EMI. სიმღერა შვედეთში #1, ხოლო კანადის ჩარტში - #3 ადგილზე მოხვდა. იგი კანადურ ჩარტებში წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე იმყოფებოდა. აშშ-ში იგი მოხვდა ბილბორდის ცხელი 100-ეულის #50 პოზიციაზე.
1995 წელს პეკინში (ჩინეთი) გამოსვლისას ჯგუფს სთხოვეს, სიმღერის ოდნავ გულახდილი ტექსტი შეეცვალათ. ისინი დათანხმდნენ, მაგრამ, როგორც პერ გესლე ამბობდა, არაფერი შეუცვლიათ.[1]