Straight Outta Compton — 2015 წლის ამერიკული ბიოგრაფიული დრამატული ფილმი, გადაღებული რეჟისორ ფელიქს გერი გრეის მიერ. იგი აღწერს კალიფორნიული ჰიპ-ჰოპ ჯგუფ N.W.A-ს წარმატების ისტორია. ფილმის სახელწოდება მომდინარეობს ჯგუფის სასათაურო ალბომიდან (1988) და ამავე სახელწოდების სიმღერიდან. მთავარ როლებს მასში ასრულებენ ო'ში ჯექსონ უმცროსი (Ice Cube-ის შვილი, თავად Ice Cube-ის როლში), კორი ჰოუკინზი (Dr. Dre), ჯეისონ მიჩელი (Eazy-E) და პოლ ჯამატი (ჯგუფის მენეჯერი ჯერი ჰელერი).
ფილმი გამოვიდა 2015 წლის 14 აგვისტოს და კრიტიკოსთა მაღალი შეფასება მიიღო. მსოფლიო მასშტაბით მისმა შემოსავალმა 200 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
[3][4]Compton, Dr. Dre-ს მიერ ფილმის გავლენით ჩაწერილი ალბომი, გამოვიდა 2015 წლის 7 აგვისტოს და მოხვდა Billboard 200-ის #2 პოზიციაზე.[5]